ბოლო განახლება: 10 თვის წინ

ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნივთიერებათა ცვლა და იმუნური სისტემის ფუნქციონირება დამოკიდებულია ჰორმონალურ ბალანსზე, მათ შორის სისხლში პროლაქტინის ნორმალურ დონეზე.
პროლაქტინი ასევე გავლენას ახდენს ქალის საშვილოსნოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და აკონტროლებს ლაქტაციის დაწყებასა და შენარჩუნებას.
პროლაქტინს გამოიმუშავებს თავის ტვინში არსებული ჯირკვალი - ჰიპოფიზი. სისხლში პროლაქტინის შემცველობა ფიზიოლოგიურად იზრდება ძუძუთი კვების დროს, კონკრეტული პრეპარატების მიღებისას, ფსიქოლოგიური სტრესის ან ალკოჰოლის ხშირი მიღებით, ძლიერი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის დროსა თუ უძილობის პრობლემების გამო. გამომწვევი მიზეზები შეიძლება ასევე იყოს: ჰიპოფიზის ადენომა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის ქრონიკული დაავადებები.
პროლაქტინის მაღალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან შემცირება, თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები, ასევე, რძის გამოყოფა სარძევე ჯირკვლიდან ლაქტაციის პერიოდის არარსებობისას.
მამაკაცების შემთხვევაში კი დაქვეითებული ლიბიდო და გაუარესებული სექსუალური ცხოვრება. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენისას, ენდოკრინოლოგთან ვიზიტისა და ანამნეზის გაცნობის შემდეგ, ექიმი ნიშნავს პროლაქტინის კვლევას სისხლში. გამომდინარე იქედან, რომ პროლაქტინის დონე სისხლში დღის მანძილზე იცვლება , კვლევა ტარდება დილით, გაღვიძებიდან 3-4 საათში. პაციენტი უნდა იყოს უზმო, მშვიდ მდგომარეობაში. ანალიზის აღებამდე 24 საათით ადრე სასურველია მოერიდოთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას, ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს. სპეციალისტი განსაზღვრავს, ზუსტად რა პერიოდში არის მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება და პასუხების შესაბამისად, ნიშნავს მკურნალობას. იყავით ინფორმირებული თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და განაგრძეთ მშვიდად ცხოვრება

ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა.

ანტიბიოტიკების არასაჭიროებისამებრ მიღებით, მედიკამენტი ბაქტერიაზე ვეღარ ზემოქმედებს.

სქოლიოზი, ბრტყელი ტერფი, კისერმრუდობა, ქათმის მკერდი