ონკომარკერების კვლევა სპეციალურ ფასად

კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მხოლოდ 4 თებერვალს, სამედიცინო ცენტრი „ციტო“ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად და საჭირო ონკომარკერების კვლევის პაკეტებს ფასდაკლებით!

კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს პაციენტის ექიმი. დიაგნოსტიკის მიზანი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ანამნეზის მიხედვით სხვადასხვაა. კვლევა ინიშნება სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად ან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ასევე, სიმსივნური მარკერების განსაზღვრას, სხვა კვლევებთან კომბინაციაში კონკრეტული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

სპეციალური ფასად შეგიძლიათ გაიკეთოთ ონკომარკერების შემდეგი ჯგუფები:

  1. კარცინოემბრიონული ანტიგენი, CA 125 და CA15.3 – 130₾ ნაცვლად 220₾-სა.
  2. კარცინოემბრიონული ანტიგენი, თირეოგლობულინი და კალციტონინი – 200₾ ნაცვლად 255₾-სა.
  3. კარცინოემბრიონული ანტიგენი, CA 19.9 – 100₾ ნაცვლად 145₾-სა.
  4. კარცინოემბრიონული ანტიგენი და ალფა ფეტოპროტეინი – 100₾ ნაცვლად 135₾-სა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322290671

Leave a reply