Logo

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲰᲔᲚᲘᲙᲝᲑᲐᲥᲢᲔᲠᲘᲐ?

ბოლო განახლება: 10 თვის წინ

რა არის ჰელიკობაქტერია?

ის საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა. მისმა ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს გასტრიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, წყლულოვანი დაავადება და კიბოც კი. მეცნიერებისათვის მისი გადაცემის ზუსტი გზები დღემდე უცნობია. ზოგჯერ პაციენტთა ნაწილს ინფიცირების ნიშნები არ აქვს. თუმცა რიგ შემთხვევებში ვლინდება მუცლის არალოკალური ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, გულძმარვა, შებერილობა, განავლის ფერის ცვლილება და ა.შ.

დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს პაციენტის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში ჰელიკობაქტერიის არსებობას და მის კონცენტრაციას.

აღნიშნული კვლევა ტარდება ექიმი-გასტროენტეროლოგის რეკომენდაციით და შესაბამისად შედეგებზე დაყრდნობით ინიშნება მკურნალობა. ეს მარტივი, სწრაფი და ზუსტი პროცედურა საჭიროებს სწორ მომზადებას:

1.გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დილით - უზმოდ. • კვლევამდე უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საკვების და სასმელის მიღება; • ბოლო საკვების ულუფა უნდა იქნას მიღებული გამოკვლევამდე არანაკლებ 12 სთ-ისა; • კვლევამდე ბოლო მიღებული საკვები უნდა იყოს მსუბუქი;

2.კვლევამდე არ უნდა გქონდეთ მიღებული შემდეგი საკვები: • 3 დღით ადრე- ალკოჰოლური სასმელი; • პარკოსნები (ლობიო, ბარდა, ოსპი, სოიო; • 12 საათით ადრე- ხორცი, თევზი, სოკო;

3.კვლევამდე არ უნდა გქონდეთ მიღებული შემდეგი მედიკამენტები: • 4-6 კვირით ადრე- ანტიბიოტიკი; • 14 დღით ადრე- ანტაციდები, პროტონული პომპის ინჰიბიტორები (მაგ: აქტიური ნივთიერების შემცველი ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი) ან H 2 ბლოკატორები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ანტისეკრეტორული პრეპარატები, ვისმუტის პრეპარატები და ანალგეტიკები;

  1. გამოკვლევის დღეს არ უნდა დაღეჭოთ საღეჭი რეზინა;

5.კვლევამდე არანაკლებ 3 სთ.ის განმავლობაში არ შეიძლება სიგარეტის მოწევა. სიგარეტის მოწევის შემდეგ აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა;

6.დილით, გამოკვლევამდე აუცილებელია კბილების გახეხვა და პირის ღრუს საფუძვლიანი გამორეცხვა.