პერსონალურ მონაცემთა დაცვა – სამედიცინო ცენტრი ციტო

შპს „სამედიცინო ცენტრი ციტოს“ მიერ პაციენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
წესები და პირობები

მოცემული დოკუმენტით გაგაცნობთ იმ წესებსა და პირობებს, რომელთა მიხედვითაც შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (ს.ნ.: 204888461, შემდგომში ციტო), სამედიცინო/ამბულატორიული მომსახურების გაწევის ფარგლებში, დაამუშავებს პაციენტთა პერსონალურ მონაცემებს.

  1. „ციტო“ პაციენტის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებისთვის: სამედიცინო/ამბულატორიული მომსახურების გაწევა, პაციენტისა და „ციტოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, „ციტოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, პაციენტისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.
  2. „ციტო“ პაციენტის მონაცემებს ამუშავებს პაციენტსა და „ციტოს“ შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, პაციენტის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
  3. „ციტო“ პაციენტის მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე და იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად, მათ შორის და არა მხოლოდ „ციტოსა“ და პაციენტს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადით, პაციენტის მიერ გაცხადებული თანხმობის მოქმედების ვადით, კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადით. რიგ მონაცემებთან მიმართებით დამუშავების ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს. შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ ამ წესებისა და პირობების დასასრულს მითითებულ საკონტაქტო პირს.
  4. „ციტოს“ მიერ დამუშავებული პაციენტის პერსონალური მონაცემები, გარდა „ციტოს“ პერსონალისა (რომელიც როგორც „ციტოს“ ლაბორატორიების ტერიტორიაზე, ასევე დისტანციურად მართავენ ამბულატორიული მომსახურების პროცესს), შესაძლოა გაზიარდეს/გადაეცეს მესამე პირებს, მათ შორის და არა მხოლოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლოს, საგამოძიებო ორგანოებს, სადაზღვეო ორგანიზაციებს, სამედიცინო ლაბორატორიებს ან სხვა მესამე პირს, რომელსაც კომპანია შეარჩევს სახელშეკრულებლო ურთიერთობის მიზნებისთვის. მონაცემები გაიცემა თუ ეს მოთხოვნილია/დაშვებულია კანონით ან/და აუცილებელია იმისთვის, რომ პაციენტს გაეწიოს ჯეროვანი მომსახურება.
  5. „ციტო“ როგორც ტექნიკური, ისე ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით დაიცავს მონაცემთა უსაფრთხოებას.
  6. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოითხოვს კვლევის შედეგის ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის „ციტოს“ ინფრასტრუქტურის მიღმა გადაცემას (მაგალითად, სხვა სამედიცინო პერსონალისთვის გადაგზავნას), აღნიშნული მონაცემების უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში „ციტო“ არ იღებს პასუხისმგებლობას.
  7. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ბიოლოგიური/გენეტიკური მასალა „ციტოში“ მიაქვს მესამე პირს, „ციტო“ არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული მასალის ავთენტურობასა და ვარგისიანობაზე.
  8. მას შემდეგ, რაც პაციენტის მონაცემების დამუშავების მიზნები მიიღწევა ან/და გავა მათი დამუშავებისთვის დადგენილი ვადა, მონაცემები წაიშლება, განადგურდება, ან შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა).
  9. აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, მიუხედავად პაციენტის მიერ გამოხმობილი/გაუქმებული თანხმობისა, ან/და დასრულებული მომსახურების ხელშეკრულებისა, შესაძლოა, კანონმდებლობამ დაავალდებულოს „ციტო“, რომ მან გააგრძელოს პაციენტის მონაცემთა დამუშავება.
  10. ასევე, გაცნობებთ პაციენტის უფლებების შესახებ.

პაციენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:

  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ;
  • მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება;
  • გააუქმოს გაცემული თანხმობა (გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად თანხმობის გაუქმებისა, შესაძლოა „ციტო“, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული იყოს გააგრძელოს პაციენტის მონაცემების დამუშავება);

თუ ჩათვლის, რომ „ციტოში“ დაირღვა მისი უფლებები პესონალურ მონაცემთა დაცვასთან მიმართებით, დასაბუთებულად გაასაჩივროს აღნიშნული, რისთვისაც უნდა მიმართოს „ციტოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის/მოთხოვნის არსებობისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ციტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, მარიამ ჯამაგიძეს:

სამუშაო დრო: ორშაბათი – პარასკევი: 09:00-18:00

გთხოვთ, განცხადებაში დააფიქსიროთ:

  • სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი ან/და ელ.ფოსტა
  • მომართვის მიზეზი
  • ნათლად ჩამოყალიბებული მოთხოვნის შინაარსი

შპს „სამედიცინო ცენტრი ციტოს“ მიერ დასაქმების კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები და პირობები

მოცემული დოკუმენტით გაგაცნობთ იმ წესებსა და პირობებს, რომელთა მიხედვითაც შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“ (ს/ნ: 204888461, შემდგომში “ციტო”), დაამუშავებს დასაქმების კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებს.

  1. „ციტო“ ამუშავებს დასაქმების კანდიდატთა მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის: დასაქმების კანდიდატთა შერჩევა, რეკრუტირება, დასაქმება, კანდიდატებთან კომუნიკაცია და „ციტოს“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. წინამდებარე წესები და პირობები ვრცელდება როგორც კანდიდატებზე, რომლებიც „ციტოს“ უშუალოდ წარუდგენენ განაცხადს, ასევე იმ პირებზე, ვისი მონაცემებიც „ციტოს“ მიეწოდება დასაქმების სააგენტოების (მესამე პირების) მეშვეობით.
  2. „ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს დასაქმების კანდიდატისგან მოპოვებული წერილობითი თანხმობისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
  3. „ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნების მისაღწევად – დასაქმების კანდიდატის მიერ გაცემული თანხმობის მოქმედების ვადით ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ვადით.
  4. „ციტო“, როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით, დაიცავს მონაცემთა უსაფრთხოებას (მაგალითად, ისეთი ფორმით, როგორიცაა წვდომის უფლებების განსაზღვრა, დაშვებების შეზღუდვა, ფსევდონიმიზაცია).
  5. „ციტოს“ მიერ დამუშავებული მონაცემები დასაქმების კანდიდატის შესახებ, გარდა „ციტოს“ პერსონალისა, შესაძლოა, გაზიარდეს/გადაეცეს მესამე პირებს, მათ შორის და არა მხოლოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს, სასამართლოს, საგამოძიებო ორგანოებს ან სხვა მესამე პირებს, რომელთა ჩართულობაც საჭირო ხდება საკანონმდებლო მოთხოვნების შესასრულებლად ან „ციტოს“ მიერ დამუშავებული მონაცემების სამართლებრივი ან სახელშეკრულებლო მიზნებისთვის.
  6. „ციტო“ დასაქმების კანდიდატის მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, თუ „ციტოს“ (ან „ციტოს“ უფლებამოსილი პირის) მიერ კანდიდატი მონაცემები საქართველოს ფარგლებს გარეთ დამუშავდება, აღნიშული მოხდება მხოლოდ იმ იურისდიქციებში, რომელიც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება №23-ის თანახმად, მიიჩნევა მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნებად. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა გადაცემა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, არ წამოადგენს ე.წ. თეთრი სიის (White list) ქვეყანას, მონაცემთა დაცვის გარანტიებს „ციტო“ უზრუნველყოფს.
  7. მას შემდეგ, რაც დასაქმების კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზნები მიიღწევა ან/და ამოიწურება მათი დამუშავებისთვის დადგენილი ვადა, მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შეინახება დეპერსონალიზებული ფორმით (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა).
  8. გაცნობებთ, რომ რიგ შემთხვევებში, მიუხედავად დასაქმების კანდიდატის მიერ გამოხმობილი/გაუქმებული თანხმობისა, შესაძლოა, კანონმდებლობამ დაავალდებულოს „ციტო“, რომ მან გააგრძელოს მონაცემთა დამუშავება.
  9. ასევე, ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია დასაქმების კანდიდატის უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია ნებისმიერ დროს:
  • მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე;
  • მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება;
  • გააუქმოს/გამოითხოვოს გაცემული თანხმობა;
  • თუ ჩათვლის, რომ „ციტოში“ დაირღვა მისი უფლებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხში, დასაბუთებულად გაასაჩივროს აღნიშნული, რისთვისაც უნდა მიმართოს „ციტოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარი ჯამაგიძეს:
  • წერილობით: იურიდიულ მისამართზე – ზ. ფალიაშვილის ქ. 40, 0179 თბილისი, საქართველო
  • წერილობით: ციტოს ნებისმიერ ფილიალში
  • ელ. ფოსტით: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ელექტრონულ მისამართზე – pdpo@cito.ge
  • ტელეფონის საშუალებით: ოფიცრის საკონტაქტო ნომერზე +995 551 173 939

სამუშაო დრო: ორშაბათი – პარასკევი 09:00-18:00

გთხოვთ, განცხადებაში დააფიქსიროთ:

  • სახელი/გვარი;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტა);
  • მომართვის მიზეზი;

ნათლად ჩამოყალიბებული მოთხოვნის შინაარსი.