Logo
პირველი ევროპული სტილის კერძო ლაბორატორია

პირველი ევროპული სტილის კერძო ლაბორატორია

სამედიცინო ცენტრმა "ციტომ" პირველმა დანერგა ფრანგული სამედიცინო ლაბორატორიული სტანდარტები საქართველოში. 1997 წლიდან დღემდე, ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ მიდგომებს და გთავაზობთ უახლეს, საუკეთესო პრაქტიკებს.

ჩვენი მისია და ხედვა

ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინდივიდუალური მიდგომებით. ჩვენ ვისწრაფვით, ჩამოვაყალიბოთ ინოვაციური და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო ცენტრი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.

ჩვენი ისტორია

ტექნოლოგიური ლიდერობა: "ციტო" იყო პირველი, რომელმაც საქართველოში თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები და GLP სტანდარტები დანერგა.

გუნდის პროფესიონალიზმი: კომპანია 15 თანამშრომლით დაფუძნდა და დღეს 200-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს.

უნიკალური აღიარება: "ციტო" ერთადერთი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტი ISO 15189 ANAB (2016 წლიდან). ასევე ფლობს ISO 9001-ს (2005 წლიდან).

ფართო დაფარვა: 1997 წლიდან უწყვეტად ვმუშაობთ და დღეს უკვე 12 ლოკაციაზე ვართ ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოს 5 რეგიონში.

ჩვენი გზა

1997

ციტოს დაარსება

  • ნათია შავდიამ დააფუძნა სამედიცინო ცენტრი "ციტო" ფრანგული მოდელის მიხედვით.

  • პირველად რეგიონში შემოიტანა მსოფლიო ლიდერი ბიოტექნოლოგიური კომპანია "bioMerieux"-ს მიერ წარმოებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრა-სენსიტიური და სპეციფიკური ტესტ-სისტემები.

2001

საგანმანათლებლო საქმიანობა

  • გამოიცა სახელმძღვანელო "კლინიკური ბაქტერიოლოგია", კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, მარიკა კერესელიძის ავტორობით.
2001

ბრენდის წარმომადგენლობა

  • დაარსდა "ციტოს" შვილობილი კომპანია "პრიმა მედი" - "bioMerieux"-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
2005

ხარისხი & სერტიფიცირება

  • პირველმა ქვეყნის მასშტაბით, "ციტოს" სამედიცინო ლაბორატორიის კვლევების დეპარტამენტმა გაიარა "ISO 9001:2000 - მოთხოვნები ხარისხის მართვის სისტემის მიმართ" სერტიფიცირება.

  • მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ, ლაბორატორიული კვლევების დეპარტამენტი წარმატებით გადის ყოველწლიურ შეფასებას.

2006

ლაბორატორიული გაფართოება

  • დაარსდა "ციტოს" მეორე შვილობილი კომპანია "ციტო 2" - მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია.

  • "ციტო 2" მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ კვლევებს.

2009

კლინიკური განვითარება

  • "სამედიცინო ცენტრი ციტო-ს" ბაზაზე დაარსდა პოლიპროფილური, დასავლური ტიპის დღის ამბულატორიული კლინიკა, რომელიც დღემდე მდებარეობს თბილისში, ზ. ფალიაშვილის ქ. N40.

  • მაღალკვალიფიციურ ექიმების გუნდს ემსახურება “ციტო-ს” ულტრათანამედროვე ლაბორატორია.

2010

ახალი ფილიალი

  • დაარსდა "სამედიცინო ცენტრი ციტოს" პედიატრიული ცენტრი - "ციტო ბეიბი".

  • “ციტო ბეიბი" გამოირჩევა თანამედროვე, ბავშვებზე მორგებული მიდგომით.

2012

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა პირველი "ციტო ექპრეს ლაბორატორიის” ასაღები პუნქტები ქალაქ ზუგდიდსა და სენაკში.
2012

კონსალტინგი & მედია

  • შეიქმნა "ციტო კონსალტინგ ჯგუფი" - კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური აკრედიტაცია/სერტიფიცირების საკითხებში.

  • დაარსდა "ციტო ნიუსი" - მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და მათი გამოყენების მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში.

2013

ახალი ფილიალი

  • “ციტო ექპრეს ლაბორატორიამ” განაგრძო რეგიონალური განვითარება. გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტები ქალაქ გორში, ხაშურსა და ბათუმში.
2014

ტექნოლოგიური სიახლეები

  • კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტს დაემატა "Vidac PC".

  • ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია "bioMerieux"-ს აღნიშნული აპარატი საშუალებას იძლევა განსაზღვროს 80-მდე პარამეტრი იმუნოლოგიური და იმუნოქიმიური მიმართულებით.

2014

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტი ქალაქ ქუთაისში.
2016

ტექნოლოგიური სიახლეები

  • კლინიკური ბაქტერიოლოგიის დეპარტამენტს დაემატა Bact/Alert® 3D.

  • ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია "bioMérieux"-ს მოცემული სისტემა აუმჯობესებს მიკრობული კვლევების შესაძლებლობებს, რაც საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად და ზუსტად განისაზღვროს ინფექციები კლინიკურ ნიმუშებში.

2018

სოციალური პასუხისმგებლობა

  • "სამედიცინო ცენტრი ციტოს" დირექტორის, ნათია შავდიას თანამონაწილეობით, დაფუძნდა ა(ა)იპ "საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია", რომლის მიზანია ალცჰაიმერით დაავადებული პირების მხარდაჭერა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
2018

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა "ციტოს" ფილიალი თბილისში, გლდანში.
2018

ტექნოლოგიური სიახლეები

  • განახლდა ტექნოლოგიური ბაზა კლინიკური ჰემატოლოგიის დეპარტამენტში: დაემატა SFRI Hemix 5-60, რომელიც უზრუნველყოფს ლეიოკოციტების ხუთმაგ დიფერენცირებას.
2019

ახალი ფილიალი

  • "ციტოს" ლაბორატორია გახდა ცენტრალიზებული და გადავიდა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე.

  • გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტი ქალაქ სამტრედიაში.

2019

ტექნოლოგიური სიახლეები

  • განახლებული "ციტოს" ცენტრალური ოფისი აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და აპარატურით.
2020

ტექნოლოგიური სიახლეები

  • "ციტოს" ამბულატორიულ კლინიკაში დაემატა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტი.

  • ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღიჭურვა "Canon"-ის ულტრაბგერითი აპარატით – "Aplio a450".

2020

Covid-19 სერვისები

  • "ციტო" ჩაერთო კოვიდ-19 ტესტირების პროგრამაში. კოვიდ-19 ტესტირების მეტად მოქნილი ჯავშნისთვის, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა Covcheck.ge.
2021

პროფესიული განვითარება

  • გამოცხადდა ”ციტო”-ს სასტიპენდიო კონკურსი მიკრობიოლოგიის მიმართულებით.

გამარჯვებულს, 1 წლის განმავლობაში, დაენიშნა 200 ლარიანი სტიპენდია, მიკრობიოლოგიის განყოფილებაში სტაჟირების პარალელურად.

2021

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტი ქალაქ თელავში.
2022

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა "ციტოს" ფილიალი თბილისში, დიდ დიღომში.
2022

ტექნოლოგიური სიახლეები

  • "ციტოს" ცენტრალური ფილიალი აღიჭურვა ულტრათანამედროვე "Samsung HS60" საექსპერტო კლასის ულტრაბგერითი აპარატით, რომლის სისტემა აერთიანებს ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმს.
2023

პროფესიული განვითარება

  • "ციტოს" ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი სამედიცინო ლაბორატორიის პროფესიული უნარების განვითარების პროგრამას.

პროგრამა განხორციელდა USAID-ის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერით.

2023

ტექნოლოგიური სიახლეები

  • კლინიკური მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი აღიჭურვა ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია "biomerieux"-ს ინოვაციური აპარატებით "PREVI® COLOR GRAM" და "VITEK® MS PRIME".
2024

პროფესიული განვითარება

  • „ციტომ" საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში დააარსა ტრენინგ-ცენტრი ლაბორატორიის ტექნიკოსების გადასამზადებლად.

  • ჩატარდა აქტიური ტრენინგები ლაბორატორიულ მედიცინაში მსოფლიოს წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების Abbott, HORIBA - წარმომადგენლების მიერ.

2024

ხარისხი & სერტიფიცირება

  • ამერიკელ აუდიტორებთან ერთად, 2024 წელს ციტომ კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის ANAB-ის სერტიფიცირების პროცესი და მიიღო ახალი ISO 15189:2022 სერტიფიკატი.
2024

ახალი ფილიალი

  • გაიხსნა განახლებული პედიატრიული ფილიალი. ციტო ბეიბი პატარა პაციენტებისთვის.
2024

ტექნოლოგიური სიახლეები

  • ტექნოლოგიურად განახლდა კლინიკური ჰემატოლოგიის, კლინიკური ქიმიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტები.

  • სრულად განახლდა რენტგენოლოგიური განყოფილება.

2026

ახალი ფილიალი

  • “ციტო ექპრეს ლაბორატორიამ” განაგრძო რეგიონალური განვითარება - გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტი ქალაქ ზესტაფონში.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს

შეიტანე წვლილი ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში

ᲘᲮᲘᲚᲔᲗ ᲕᲐᲙᲐᲜᲡᲘᲔᲑᲘ