ბოლო განახლება: 11 თვის წინ

ზედაპირული ვენების დაავადება შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის და აქტივობის ქალსა და მამაკაცს. ქრონიკული ვენური უკმარისობა თავისი გავრცელებით და სოციალური მნიშვნელობით მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ქრონიკული ვენური უკმარისობა ეს არის დაავადება გამოწვეული ქვედა კიდურების ვენების დაზიანებული ან/და სუსტი სარქველების არსებობით, რომელთა საშუალებითაც ნორმის პირობებში ვენეში სისხლი გადადინდება ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით.
ვენური უკმარისობის დროს ძირითადი შემაწუხებელი სიმპტომებია: • ქვედა კიდურების შესიება • სიმძიმის და სიმხურვალის შეგრძნება • ტკივილი
დაავადების განვითარების რისკ ფაქტორებია: • მემკვიდრეობითი • არააქტიური ცხოვრების წესი • ორსულობა • შაქრიანი დიაბეტი • გულის დაავადებები • დისჰორმონალური მდგომარეობა • სიმსუქნე • ასაკი
გასათვალისწინებელი რეკომენდაციები: • დროულად მიაკითხეთ ექიმ ანგიოლოგს • დღეში რამდენჯერმე ქვედა კიდურები მოათავსეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში 10-15 წთ-ის განმავლობაში • თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, პერიოდულად ადექით, გაიარეთ. გააკეთეთ მარტივი ვარჯიში-მოხარეთ და გაშალეთ ფეხები მუხლის სახსარში. • ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი • მიიღეთ კოტრასტული შხაპი • ეწვიეთ საცურაო აუზს კვირაში რამოდენიმეჯერ • ისეირნეთ ფეხით
გახსოვდეთ დროული და ეფექტური მკურნალობა და თქვენი მხრიდან ჩატარებული გამამხნევებელი პრევენციული ქმედებები , შეუნარჩუნებს თქვენს ქვედა კიდურებს ჯანმრთელობას , მოხდენილობას და სილამაზეს.