ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდია. ღვიძლი ჩვენს სისხლს დღე-ღამეში 400 ჯერ წმედს და წუთში 20 მილიონამდე ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს მასში. ღვიძლი ადამიანის სხეულში არაერთ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს და უამრავ სასიცოცხლო ფუნქციასთანაა დაკავშირებული: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლური პროცესები, ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა.
ღვიძლის ძირითადი ფუნქციებია: • საკვები ნივთიერებების შენახვა / დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება; • ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების, მედიკამენტების თუ ალკოჰოლის გამოყოფა; • ორგანიზმის ენერგიით მომარაგება; • იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებიათვის საჭირო ცილებისა და ვიტამინების სინთეზი; • სისხლის წთელი უჯრედების დაშლა და ჰორმონების გამომუშავება; • დახმარება საჭმლის მონელებაში.
ყოველდღიურად ღვიძლი სერიოზულ დატვირთვას უძლებს: ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, ვიღებთ სავებს, რომელიც კონსერვანტებით თუ სხვა ქიმიური დანამატებითაა სავსე, ვიღებთ სხვადასხვა მედიკამენტს, ალკოჰოლს, ვეწევით სიგარეტს... ყველა ამ შედეგთან გამკლავება კი ღვიძლს უწევს.
ღვიძლის დაავადების გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია:ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ზედმეტი ალკოჰოლის მიღება, რიგ შემთხვევაში ვირუსული ინფექცია.
ღვიძლის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად საჭიროა: • ფიზიკური აქტივობა • ცხოვრების ჯანსაღი წესი • ვიტამინებით მდიდარი რაციონი • ალკოჰოლზე უარის თქმა • პრევენციული შემოწმება
თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია დაავადება განკურნოს ან შეაჩეროს მაინც, მნიშვნელოვანია მისი დრულად აღმოჩენა. ღვიძლი იმ ორგანობს შორისაა, რომელთა დაავადებაც შეუმჩნევლად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ პერიოდული შემოწმება მნიშვნელოვანია.

კენჭების მკურნალობა მათ ზომაზე, ადგილმდებარეობასა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

ზედაპირული ვენების დაავადება შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის და აქტივობის ქალსა და მამაკაცს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნივთიერებათა ცვლა და იმუნური სისტემის ფუნქციონირება დამოკიდებულია ჰორმონალურ ბალანსზე.