ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

მთელს მსოფლიოში 18-24 აპრილს სამედიცინო ლაბორატორიის თანამშრომელთა კვირეული აღინიშნება. ერთი შეხედვით „უჩინარი“ პროფესიონალების დახმარებით ნებისმიერი მსჯელობა შესაძლოა დიაგნოზად გადაიქცეს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ხარისხი მთლიანი სამედიცინო ცენტრის მუშაობის სანდოობას განსაზღვრავს.
ლაბორატორიული მედიცინის კვლევის სფეროს წარმოადგენს ორგანიზმის ბიომასალის მორფოლოგიური, ქიმიური , ბაქტერიოლოგიური, გენეტიკური და სხვა პარამეტრების თვისობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა.
ლაბორატორიულ გამოკვლევებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე მედიცინაში. სხვა სადიაგნოსტიკო საშუალებებთან ერთად მათი შედეგები ეხმარება ექიმს დაავადების აღმოჩენასა და სიმწვავის განსაზღვრაში, მკურნალობის დაგეგმვაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში, დაავადების განვითარების რისკების შეფასებასა და მათ პრევენციაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კვლევა შესრულდეს ხარისხიანად, სიზუსტის მაქსიმალური დაცვით და სწრაფად.

პაპ ტესტი საშვილოსნოს კიბოს შესამოწმებლად მნიშვნელოვანი გამოკვლევაა და რეკომენდებულია მისი ჩატარება ყოველწლიურად.

ღვიძლი იმ ორგანობს შორისაა, რომელთა დაავადებაც შეუმჩნევლად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

ზოგადი რჩევები მშობლებს.