Logo

ᲙᲐᲠᲘᲔᲠᲐ

ჩვენი კონცეფცია

"ციტო" მიზნად ისახავს ორგანიზაციაში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც გუნდის თითოეულ წევრს მისცემს განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

Image
01

შერჩევა და დაკომპლექტება

თანამშრომელთა შერჩევის სტანდარტული პროცესი რეზიუმეების გადარჩევით იწყება, სადაც ფასდება კანდიდატის გამოცდილება და უნარები. ამის შემდეგ, შერჩეული აპლიკანტები გადიან გასაუბრებას, სადაც მოწმდება მათი მოტივაცია და პროფესიული ცოდნა. პროცესი წარმატებულ კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება.

Image
02

თანამშრომელთა განვითარება

ჩვენი კულტურა მუდმივ განვითარებას ემყარება. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თანამშრომლებს, რომ სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, რისთვისაც ვთავაზობთ მიზანმიმართულ ტრენინგებს, მენტორობის პროგრამებსა და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს. ჩვენთვის წინსვლა და პროფესიული ზრდა კომპანიის ყოველდღიურობის ბუნებრივი პროცესია.

Image
03

თანამშრომელთა ურთიერთობები

ჩვენი ურთიერთობები ნდობას, მხარდაჭერასა და ეფექტურ კომუნიკაციას ეფუძნება, რაც საერთო წარმატებას უწყობს ხელს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს დაფასებულად გრძნობს და განვითარების თავისუფლება აქვს. ერთობლივი ორგანიზაციული ღონისძიებები კი გუნდის ერთიანობას, მეგობრობასა და პროფესიულ ზრდას აძლიერებს.

უპირატესობები და შეღავათები

"ციტოს" თითოეული თანამშრომელი დაზღვეულია კერძო სადაზღვევო კომპანიაში. "ციტო" სრულად ფარავს მინიმალური პაკეტის ღირებულებას. თანამშრომელთა ოჯახის წევრები კი სარგებლობენ ციტოს ლაბორატორიულ მომსახურებაზე 50% ფასდაკლებით.

მიმდინარე ვაკანსიები

გაეცანით ციტოში მიმდინარე ვაკანსიებს და გახდით ჩვენი გუნდის წევრი

ექთანი-ფლებოტომისტი ( სათაო ოფისი )

სამედიცინო ცენტრი ციტო - თბილისი (სათაო ოფისი)
სრული განაკვეთი
1813

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობაა პაციენტების მიღება, ბიოლოგიური მასალის აღება და სხვა საექთნო მანიპულაციების შესრულება უსაფრთხოების წესების დაცვით.

ექთანი-ფლებოტომისტი ( ბათუმი)

სამედიცინო ცენტრი ციტო - ბათუმი
სრული განაკვეთი
1250

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობაა პაციენტების მიღება, ბიოლოგიური მასალის აღება და სხვა საექთნო მანიპულაციების შესრულება უსაფრთხოების წესების დაცვით.

ექიმის ასისტენტი

სამედიცინო ცენტრი ციტო - თბილისი (სათაო ოფისი)
სრული განაკვეთი

ექიმის ასისტენტი უზრუნველყოფს ექიმთან ვიზიტის გამართულ მიმდინარეობას, აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას და ეხმარება ექიმს პაციენტთა ნაკადის მართვაში.

ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი ციტო - ციტო ბეიბი
ნახევარი განაკვეთი
895

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობაა პაციენტების მიღება, ბიოლოგიური მასალის აღება და სხვა საექთნო მანიპულაციების შესრულება უსაფრთხოების წესების დაცვით.