ბოლო განახლება: 11 თვის წინ

ფარისებრი ჯირკვალი ხორხის ქვეშ, ტრაქეის წინ მდებარეობს და პეპლისებური ფორმა აქვს. ის გამოიმუშავებს ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან ჰორმონებს, რომლთაც გავლენა აქვთ ნერვულ, საჭმლის მომნელებელ, სასქესო, რეპროდუქციულ, გულ-სისხლძაღვთა და სხვა ორგანოთა სისტემებზე.
ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია იოდის შემცველი ჰორმონების - ტრიიოდთირონინის T3, თიროქსინის T4 და ცილოვანი ჰორმონის კალციტონინის გამომუშავებაა. როგორც აღვნიშნეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაში და განსაზღვრავენ ნივთიერებათა ცვლისა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სიჩქარეს.
ენდოკრინული სისტემის დაავადებები ხშირად ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს და პაციენტის დისკომფორტის დონეზე აღიქმება. თუმცა ყურადსაღებია შემდეგი ჩივილები: • არტერიული წნევის არასტაბილურობა • ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგია • წონის მომატება/ დაკლება • უძილობა/ ძილიანობა • ჭარბი ოფლიანობა • კანკალი/ სიცივის შეგრძნება • მომნელებელი სისტემის დარღვევები • აღგზნებადობა • მეხსიერების დაქვეითება
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებელი პირველადი ტესტი სწორედ TSH -ის რაოდენობის განსაზღვრაა სისხლში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ სინჯებს მიეკუთვნება TSH, T3, T4 . ისინი მნიშვნელოვანია არამხოლოდ სწორი დიაგნოზის დასმისთვის , არამედ ფარისებრი ჯირკვლის პირველადი და მეორეული დისფუნქციის დიფერენცირებისთვის.
მნიშვნელოვანია პერიოდული ვიზიტი ექიმთან და პროფილაქტიკური სადიაგნოსტიკო პროცედურების ჩატარება, როგორიცაა: • ექიმის კონსულტაცია • ექოსკოპიური კვლევა • ჰორმონალური კვლევა • ანტისხეულების განსაზღვრა
დროული ვიზიტი ექიმთან, დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკური გამოკვლევები ერთადერთი სანდო და ეფექტური საშუალებაა აღნიშნული პათოლოგიების გამოვლენისა და მკურნალობისათვის.

ოსტეოპოროზი მდგომარეობაა, რომელიც ასუსტებს ძვლებს. შედეგად ძვლები ხდება მყიფე და მოტეხილობისადმი მიდრეკილი.

ანტიბიოტიკების არასაჭიროებისამებრ მიღებით, მედიკამენტი ბაქტერიაზე ვეღარ ზემოქმედებს.

პაპ ტესტი საშვილოსნოს კიბოს შესამოწმებლად მნიშვნელოვანი გამოკვლევაა და რეკომენდებულია მისი ჩატარება ყოველწლიურად.