ბოლო განახლება: 11 თვის წინ

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის. ორთოპედიული დაავადებებიდან ბავშვებში და მოზარდებში ყველაზე ხშირად გვხვდება სქოლიოზი, ბრტყელი ტერფი, კისერმრუდობა, ქათმის მკერდი... განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები, რომლებიც მუცლად ყოფნის დროს იყვნენ ჯდომით ან გარდიგარდმო პოზიციით, ტყუპები, ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობის შემდგომ დაბადებულები, საშვილოსნოს ტონუსით მიმდინარე ორსულობიდან დაბადებულები, ხანდაზმულ ასაკში გაჩენილი ბავშვები. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ქვევით ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ორთოპედს თუ: • ქვედა კიდურებზე ნაოჭების ასიმეტრიაა; • განზიდვის შეზღუდვაა ან პირიქით ჰიპერმობილური სახსარი; • ქვედა კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე;
დისპლაზიის პრევენციისათვის ბავშვი უნდა იყოს თავისუფლად, არ შეიძლება ბავშვის მჭიდროდ შეკვრა. კარგია, თუ ბავშვი სიფხიზლის დროს იწვება მუცელზე, მაგარ ზედაპირზე 4 თვიდან, 7-8 თვიდან კი დაიწყებს ხოხვას.
სქოლიოზი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მოზარდებში. აუცილელად მიმართეთ ორთოპედს, თუ თქვენს შვილს ზრდასთან ერთად შემჩნიეთ ისეთი სიმპტომები როგორიცაა: • არათანაბარი მხრები; • ბეჭების ასიმეტრია; • არათანაბარი წელი; • თეძოების ასიმეტრია; • ერთ მხარეს მეტად გამოწეული ნეკნი;
ბრტყელტერფიანობას სტატისტიკის თანახმად სასკოლო ასაკის ბაშვების 65 % -ზე მეტი იძენს. ბრტყელტერფიანობა შესაძლოა თანდაყოლილიც იყოს, თუმცა იშვიათ შემთხვევაში.
ბრტყელტერფიანობის ამოსაცნობი პირველი ნიშნებია: ადვილად დაღლა, კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი დიდი ხნით დგომის ან სიარულის დროს. რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დროულად დავიწყებთ მკურნალობას ,მით უფრო ადვილად მოხერხდება პროგრესირების შეჩერება და დეფორმაციის კორეგირება.