ბოლო განახლება: 5 თვის წინ

უხასიათობა, საერთო სისუსტე, კანის გამოშრობა, თმის ცვენა და სხვა.
რა იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს? ზამთრის ცივი დღეები, მზის სხივების ნაკლებობა, მაკრონუტრიენტებით ღარიბი ხილ-ბოსტნეულით დაკომპლექტებული რაციონი და მკაცრი კლიმატური პირობები ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ხშირად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი - ჰიპოვიტამინოზი ან კიდევ უფრო მწვავე ფორმა- ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან
რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არარსებობას ნიშნავს. რაც შესაძლოა სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ვიტამინი D - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში და მოზარდებში. ამ ვიტამინის მთავარი დანიშნულება ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებაა. B ჯგუფის ვიტამინების როლი განსაკუთრებით დიდია უჯრედთა მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციაში. C ვიტამინი- აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას ორგანიზმში. A ვიტამინი- ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისა და ბავშვების ზრდა-განვითარებისათვის. E ვიტამინი- იცავს ადამიანს გულის და ნერვული დაავადებებისგან. აფართოებს სისხლძარღვებს და აფრეხებს თრომბის გაჩენის პროცესს. დროული კვლევებით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია დეფიციტის შევსება და პათოლოგიური პროცესების თავიდან აცილება.
ზოგადი რეკომენდაციები:

პროლაქტინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის და მეტაბოლური სისტემების რეგულაციისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონია.

ვიტამინი D აძლიერებს იმუნიტეტს და გვიმაღლებს განწყობას.

ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა.