Logo

ᲡᲒᲒᲘ ᲓᲐᲐᲕᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ

ბოლო განახლება: 11 თვის წინ

სგგი დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგი) წარმოადგენენ ინფექციებს რომელიც გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს ვაგინალური, ორალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტით. ზოგჯერ ეს ინფექციები შესაძლოა გადაეცეს არასქესობრივადაც, მაგალითად დედებიდან ჩვილებს ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენებისას და სხვა ფიზიკური კონტაქტისას. (მაგ: ჰერპესი და პაპილომა ვირუსი ვრცელდება კანით კანთან კონტაქტით) . STD (სგგდ) სხვადასხვა ტიპის პათოგენით ( სოკო, ვირუსი, ბაქტერია, პარაზიტი) გამოწვეული ინფექციური დაავადებებია. STD შორის ყველაზე გავრცელებულია ძირითადად 8 პათოგენის მიერ გამოწვეული დაავადებები. 4 მათგანი სრულად განკურნებადია: სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი. დარჩენილი 4 დაავადების განკურნება შეუძლებელია , თუმცა შესაბამისი სამედიცინო დახმარებით ექვემდებარება მართვას. ეს ვირუსული დაავადებებია: B ჰეპატიტი, ჰერპესი (HSV) , ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) , შიდსი (HIV).

სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს სგგი-ზე

  • გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის მიდამოში
  • მტკივნეული შარდვა/ წვის შეგრძნება შარდვისას
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • ქავილი სასოს არეში ან მის გარშემო
  • უჩვეულო გამონადენი პენისიდან / ვაგინადან
  • მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები

რისკ-ფაქტორები

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
  • სქესობრივი კონტაქტი მრავალ პარტნიორთან
  • ნარკოტიკების ინტრავებნური მოხმარება
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია ანამნეზში...

პრევენცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან ეფექტურ თავდაცვის საშუალებად კვლავ რჩება ბარიერული კონტრაცეპტივი (პრეზერვატივი) , ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა, შესაბამისი ვაქცინაცია, ექიმთან დროული მიმართვა და აუცილებელი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.