C ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება.
C ჰეპატიტს აქვს განვითარების რამოდენიმე ეტაპი:
- ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან დაავადების დაწყებამდე , შეიძლება გაგრძელდეს 14 დან 80 დღემდე, საშუალოდ კი 45 დღე.
- მწვავე ც ჰეპატიტი - ხანმოკლე დაავადება, რომელიც გრძელდება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი 6 თვის განმავლობაში
- ქრონიკული ც ჰეპატიტი- დაავადების გახანგრძლივებული სტადია (6 თვეზე მეტი)
- ციროზი- იწვევს ანთებას , რომელიც დროთა განმავლობაში ცვლის ღვიძლის ჯანმრთელ უჯრედებს ნაწიბუროვანი ქსოვილით.
- ღვიძლის კიბო
როგორ გადაეცემა დაავადება
ვირუსი გადაეცემა სისხლით სისხლთან კონტაქტით:
- ორგანოების გადანერგვა
- ნივთების გაზიარება (საპარსი, ჯაგრისი)
- ნემსების გაზიარება
- მშობიარობა
- სქესობრივი კონტაქტი
- ტატუს გაკეთება ან პირსინგი
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას ?
- დაღლილობა
- ცხელება
- სახსრების ტკივილი
- მუქი შარდი
- გულის რევა ან კუჭის ტკივილი
- შეშუპება ქვემო კიდურების არეში
- საჭმლის მონელების გაძნელება/ შებერილობა
C ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოსტირება
- სკრინინგი C ჰეპატიტზე
- სისხლის ტესტები
- კვლევები ღვიძლის დაზიანების შესაფასებლად
პრევენცია
- უსაფრთხო სამედიცინო ინექციები
- უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი/ სქესობრივი კონტაქტის დროს სისხლთან კონტაქტის პრევენცია
- უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი
- უსაფრთხო პირსინგი/ტატუირება