Logo

ᲙᲝᲤᲔᲘᲜᲘ

ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

კოფეინი

კოფეინი წარმოადგენს ბუნებრივ მასტიმულირებელ საშუალებას, რომელიც გვხვდება ჩაიში, ყავაში და კაკაოს მცენარეებში.

დღის მანძილზე 400 მგ კოფეინის ( ეს დაახლოებით არის 4 ჭიქა მოხარშული ყავა, 10 ქილა კოლა, ან ორი ენერგეტიკული სასმელია) მოხმარება მოზრდილებისთვის უსაფრთხოა და დასაშვები ნორმაა.

კოფეინი მოქმედებს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი. როდესაც ის ჩვენს ტვინს აღწევს, პირველი შესამჩნევი ეფექტი არის სიფხიზლე და ენერგიის მომატება. მას შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა და გულისცემა. გააუმჯობესოს ჩვენი საერთო განწყობა. კოფეინის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი შესამჩნევია მიღებიდან 30-60 წთ.ის შემდეგ.

კოფეინის მიღებისას მნიშვნელოვანია მისი დოზირება. გადაჭარბებულმა კოფეინმა შესაძლოა ისეთი უარყოფითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორიცაა: აღგზნებადობა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა, შფოთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოფეინი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მასტიმულირებელი ნივთიერებაა, რომელსაც მრავალი დადებითი ფუნქცია გააჩნია ჩვენი ორგანიზმისათვის. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვედღიურმა აქტიურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია დავიცვათ რეკომენდირებული დოზა და მოვიხმაროთ იგი მხოლოდ სიამოვნებისთვის.