ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია. ეს გულისხმობს როგორც მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ასევე სამედიცინო სერვისების დროულ მიღებას.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თერაპევტი- პირადი ექიმი ასრულებს. თერაპევტი არის ჯანმრთელობის დაცვის ის პირველი რგოლი, რომელსაც ზოგადი ჩივილებით ვაკითხავთ ( თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, უმადობა, უხასიათობა, დაღლილობის შეგრძნება და სხვა.) თერაპევტს აქვს ფართო ცოდნა:იმუნიზაციის, შინაგანი ორგანოების, რუტინული კვლევების, სხვადასხვა პათოლოგიების შესახებ. შესაბამისად მისი კომპეტენციაა დაადგინოს კავშირი თქვენს ჩივილსა და ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს შორის.
ჩივილის დროს დროულად მიმართეთ პირად ექიმს.
თერაპევტი:შეკრებს ანამნეზს , გაეცნობა თქვენს სამედიცინო ისტორიას, ჩაგიტარებთ ფიზიკურ კვლევებს, საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს შესაბამის ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევებს და ასევე შესაძლოა გადაგამისამართოთ კონკრეტული მიმართულების სპეციალისტთან.