Logo

ᲪᲔᲚᲘᲐᲙᲘᲐ

ბოლო განახლება: 11 თვის წინ

ცელიაკია

ცელიაკია, გლუტენური ენტეროპათია, საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. დაზიანებას განაპირობებს ზოგიერთ მარცვლეულ კულტურაში შემავალი ცილები.

ცელიაკიით დაავადებულთათვის მარცვლეულში შემავალი ყველა საშიში ცილა გაერთიანებულია ერთი სახელწოდებით – გლუტენი.

ცელიაკიის განვითარებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: გლუტენშემცველი საკვები – ხორბალი, ჭვავი, ქერი – და დამახასიათებელი გენეტიკური მარკერები – HLA-DQ2 და HLA-DQ8.

ცელიაკიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ბავშვებში და მოზრდილებში. Ბავშვებში უმეტესად სჭარბობს პერიოდული დიარეა, თუმცა შესაძლებელია დაავადება ყაბზობით, ანუ შეკრულობით გამოვლინდეს, ასევეა წონის დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა, კბილის ემალის დაზიანება, ქრონიკული დაღლილობა, ემოციური ლაბილობა, რკინადეფიციტური ანემია. Მოზრდილებში უპირატესად გვხვდება ქრონიკული დაღლილობა, შაკიკი, დერმატოლოგიური ანუ კანისმხრივი გამოვლინებები, ნეიროპათიები, ოსტეოპოროზი, უნაყოფობა და ა.შ.

დღესდღეობით დაავადების მართვის ერთადერთი საშუალება არის გლუტენის ამოღება საკვები რაციონიდან. პაციენტის მშობლები და თავად პაციენტები , - ექიმის დახმარებით , -ადგენენ სპეციალურ დიეტას, რომელიც თავისუფალია გლუტენისგან. სწორად შერჩეული გლუტენთავისუფალი დიეტა უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ განვითარებას. გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტები დღეს საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ცელიაკიას გამოვლენისთვის პირველი რიგის კვლევებია სისხლში საერთო IgA-ს, ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgA-ს (tTG- IgA) და IgG-ს (tTG- IgG) განსაზღვრა. იმისდა მიხედვით, თუ რა დარღვევები იქნება აღნიშნულ კვლევებში, ექიმის გადაწყვეტილებით ხდება სხვა სადიაგნოსტიკო ტესტების ჩატარება.