ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

გაზაფხულზე ტემპერატურის ზრდა, დღის გახანგრძლივება ცვლის სისხლის წნევას, მეტაბოლური პროცესებს, გულისცემის სიხშირეს, სხეულის ტემპერატურას და ჰორმონალურ აქტივობას.
როცა ტემპერატურა იზრდება,გული უფრო მძლავრად მუშაობს: ცდილობს არეგულიროს სხეულის ტემპერატურა.ეს მოვლენა მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის, ვისაც გულის ავადობა აქვთ ან გულით ავადობის რისკები აქვთ გამოხატული.
გაზაფხულზე 15 %-ით იზრდება ინსულტის, ინფარქტის , არითმიის რისკი. გაუწყლოებამ გულის ავადობის რისკი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
გაზაფხული ახალი წამოწყებების დროა. ასევე ,დროა,როცა,გადასახედია ჩვენი არასასურველი ჩვევები, რომელიც ზამთარმა გვაიძულა, გამოგვემუშავებინა: მჯდომარე რეჟიმი,უხალისობა, ტკბილის და ცხიმის მიმართ გამძაფრებული ლტოლვა. ეს ჩვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობის რისკს ზრდის და ამძაფრებს არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლებლობას.
გაზაფხული მოძრაობისაკენ გვიბიძგებს. ხალისიანი ადამიანური ურთიერთობები,ახალი მცენარეების დარგვა, სეირნობა ბუნების წიაღში -არტერიული წნევის ციფრებს 40 %-ით დაბლა სწევს. კრეატიულობა, შემოქმედებითი სამუშაო ხალისს მატებს, კატექოლამინებს ხარჯვას და პულსის და წნევის რეგულარულობას უწყობს ხელს. მზიან დღეს სეირნობა ან ზომიერი ფიზიკური დატვირთვა,გარდა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო საკვების მოპოვებისა, კალორიებს წვავს და გულის ავადობის რისკს ამცირებს. ერთდროულად, მზეზე ზომიერი ექსპოზიცია ვიტამინი D-ს სტიმულაციას იწვევს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობის რისკი ჯანსაღი საკვების მიღებასთან ერთად მცირდება. გაზაფხული ასეთ საკვებს უაღრესად მისაწვდომს ხდის.ახალი საეზონური საკვები, ბოსტნეული, ხილი შესაძლებელია თქვენი საგაზაფხულო დიეტის ძირითადი კომპონენტი გახდეს. გაზაფხულზე ზამთრული მიდრეკილება ალკოჰოლისადმი უნდა ჩანაცვლდეს სასმელით, რომელიც მდიდარია ლიმონით, დამტკბარია მცირედი თაფლით.
ფიზიკური ვარჯიშით ბუნების წიაღში და ჯანსაღი კვებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობის რისკი ბევრად მცირდება.ზომიერება ის ოქროს სტანდარტია, რაც ამ დროს უნდა იყოს დაცული გაზაფხული ახალი პროექტების დროა. კვლევებმა აჩვენა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკი ბევრად დაბალია ადამიანებში, რომლებსაც დასახული მიზნისკენ სწრაფვა ამოძრავებთ.
და ბოლოს, გაზაფხული ის დროა, როცა მკურნალ კარდიოლოგთან ვიზიტი აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, არითმიით დაავადებული პაციენტებისათვის დანიშნულების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ახალი რესურსების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.

უტყუარი შედეგისათვის ანალიზის ჩაბარება სასურველია დღის პირველ ნახევარში-უზმოდ.

ანემია სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია.