Logo

ᲐᲪᲘᲕᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲮᲕᲔᲚᲐ

ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

აცივება და ხველა

აცივებასთან ერთად ჩნდება ერთი პრობლემა - ხველა, რომელიც ექიმთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

ხველა არის მნიშვნელოვანი რეფლექსი, მოქმედება, რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას. ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს.

-ხველა შეიძლება იყოს შეტევითი, სპაზმური ხასიათის, მშრალი და სველი. შეტევითი ხველა ეწოდება 5 წუთის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში განვითარებულ შეუჩერებელ ხველას. მშრალი ხველა არის ხველა ნახველის გარეშე, ხოლო სველი - თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით. ასევე ხველა არის მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე ხველა გრძელდება 3 კვირამდე ქვემწვავე ხველა-8 კვირამდე ხოლო ქრონიკულია ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირაზე მეტხანს.

-დიაგნოზის დასმასა და აქედან გამომდინარე მკურნალობის სწორად შერჩევაში ხველის ხასიათის გათვალისწინება გვეხმარება. ხველის მიზეზები შესაძლოა იყოს: -უბრალო გაციება ანუ ვირუსული ბრონქიტი -ფილტვის ბაქტერიული ინფექციები, მაგ: ფილტვების ანთება ანუ პნევმონია. -ცხვირის დანამატი წიაღების ინფექცია - ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს ან როდესაც -წიაღის შიგნით განვითარებული წნევა წარმოქმნის ხველის რეფლექსს. -ალერგიული ხველა - ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს -ასთმა - ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ასთმის მქონე ბავშვების 25%-ს აღენიშნება მხოლოდ ხველა მსტვინავი სუნთქვის გარეშე. -ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა - განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი. -ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა - ძლიერდება სირბილის, განსაკუთრებით კი ცივი ჰაერის შესუნთქვისას. -სერიოზული მიზეზებით გამოწვეული ხველა - ბრონქიოლიტი, ყივანახველა ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხველას?

თანამედროვე მედიცინას აქვს მედიკამენტების ფართო არსენალი, მაგრამ გირჩევთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ მიიღებთ ნურც თქვენ და მითუმეტეს ნუ მისცემთ ბავშვს წამალს, რომელსაც მეზობელი ან მეგობარი გირჩევთ.

ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი არსებობს: -ხველის დამთრგუნველი-თრგუნავს ხველის რეფლექსს -მუკოლიზური-ათხიერებს და ახდენს ნახველის ადვილად ევაკუაციას -ბრონქოლიზური-მოქმედებს ბრონქების გლუვი მუსკულატურის ტონუსზე და ხსნის ბრონქოსპაზმს -ანტიბაქტერიული, რომელიც სპობს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

მედიკამენტის შერჩევა კვალიფიციური სპეციალისტის პრეროგატივაა, არასწორად შერჩეულმა პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს პაციენტს.