ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

საშოს სოკოვანი ინფექცია ( კანდიდოზი) სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა.
გენიტალური სოკოვანი დაავადების შესახებ ბევრი მითი არსებობს: მითი #1 - გენიტალური სოკოვანი ინფექცია მხოლოდ ქალებს ემართებათ რეალობა: კანდიდა ( სოკოს სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციურ დაავადებას) ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმშია (ქალი, კაცი, ბავშვი) .
მითი #2- გენიტალური სოკოვანი ინფექცია გადადის წყლით ( ზღვაში, აუზში) რეალობა: ნესტიანი, სველი , დახუთული გარემო პირობები ხელშემწყობია სოკოს გამრავლებისთვის . თუმცა რეალურად მისი გადადება / გავრცელება აუზში ან ზღვაში არ ხდება.
მითი #3 - სოკოვანი ინფექცია აუცილებლად გამოხატულია ქავილით რეალობა : მამაკაცებსა და ქალებში ინფექციას სხვადასხვა გამოვლენა აქვს. ქალების შემთხვევაში ხაჭოსებრი , თეთრი გამონადენი აუცილებელი პირობაა. მამაკაცების შემთხვევაში კი სასქესო ორგანოს შეწითლება, გამონაყარი და შესაძლოა ტკივილიც კი.
მითი #4 - ყველაფერი დამოკიდებულია ჰიგიენაზე რეალობა: რეკომენდაციების რიცხვშია : სველი საცურაო კოსტუმის/ თეთრეულის დროული გამოცვლა, ფიზიკური დატვირთვის შემდგომ გადავლება , ჰიგიენური ტამპონისა და საფენის ხშირი ცვლა, ნატურალური ქსოვილის საცვლების ტარება. თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჰიგიენის დაცვაზე არ არის.
მითი #5- ვაგინალური სოკოსგან გათავისუფლება შესაძლებელია თვითმკურნალობით რეალობა: აუცილებელია პირველ რიგში გინეკოლოგთან ვიზიტი, რათა ექიმმა სწორად განსაზღვროს დაავადება, დანიშნოს შესაბამისი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები. რის შემდგომაც ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა..

ჰემოგლობინის დონის გადამოწმება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ.

ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა.

ანტიბიოტიკების არასაჭიროებისამებრ მიღებით, მედიკამენტი ბაქტერიაზე ვეღარ ზემოქმედებს.