Logo

ᲙᲐᲚᲪᲘᲣᲛᲘ

ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

კალციუმი

კალციუმი

პირველი რასთანაც ეს ელემენტი ასოცირდება ძვლებია. მართლაც ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება. სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია... ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1% ნაკლები ჰყოფნის, დანარჩენი ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათ სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებით გაზაფხულზეა გამოხატული ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში, რომელიც უმწვავდებათ ოსტეოპოროზით და ოსტეოპენიით დაავადებულ პაციენტებს. კალციუმის დეფიციტთან ერთად ხშირ შემთხვევაში გამოხატულია ვიტამინი D-ს და ფოსფორის ნაკლებობაც ორგანიზმში. გასათვალისწინებელია, რომ ძვლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდან იწყება. კალციუმის მთავარი წყარო რძე და რძის ნაწარმია.

ყოველდღიურად მიიღეთ სათანადო რაოდენობის კალციუმი; იაქტიურეთ ფიზიკურად-იარეთ ფეხით; ერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს;

დროულად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ რუტინული კვლევები, რათა დაიცვათ თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.