Logo

ᲠᲔᲕᲛᲐᲢᲘᲖᲛᲘ- ᲡᲘᲛᲞᲢᲝᲛᲔᲑᲘ

ბოლო განახლება: 11 თვის წინ

რევმატიზმი- სიმპტომები

რევმატიზმი ანთებითი დაავადებაა. ის წარმოადგენს გადატანილი ტონზილიტის (ანგინის) ან ფარინგიტის შემდგომ ინფექციურ გართულებას. მისი სიპმტომები განსხვავებულია და შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის, სახსრების, კანის ან ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებით.

უმეტესად გამოხატული სიმპტომატიკაა: • ტემპერატურის მატება; • მტკივნეული სახსრები (ძირითადად- კოჭის, მუხლების, იდაყვების არეში. იშვიათ შემთხვევაში ჩართულია მხრები, ხელის მტევნები, ტერფები; • წითელი, ცხელი ან შესიებული სახსარი; • ტკივილი მკერდის არეში; • დაღლილობა; • ბრტყელი ან ოდნავ წამოწეული გამონაყარი; • უჩვეულო ქცევის ეპიზოდი (მაგ:სიტუაციისადმი შეუსაბამო ტირილი ან სიცილი, რომელსაც ახლავს კანკალი);

დროული მიმართვა ექიმთან და სწორი მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების წინაპირობა .

როდის მივმართოთ ექიმს? • ყელის ტკივილი გაციების სიმპტომების გარეშე; • ყელის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გადიდებული ლიპფური კვანძები; • ნებისმიერი რამის ყლაპვის გაძნელება, მათ შორის ნერწყვის; • ღია წითელი ენა, რომლის მთლიან ზედაპირზე აღინიშნება ამობურცულობები; • 38 და მეტი სიცხის დროს;

რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ამ დაავადებისადმი. რევმატიზმი ძირითადად აწუხებთ მოზარდებს და ახალგაზრდებს. ნაკლებად ხშირად ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს.

რევმატიზმის სპეციფიური სადიაგნოსტიკო ნიშანი ან კვლევის მეთოდი არ არსებობს. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებულ კლინიკურ ნიშნებს.

სახსრებში დისკომფორტი და ტკივილი ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. ტკივილი უმეტესად გამოხატულია მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მტევნის , ტერფის, კისრის ან ხერხემლის მიდამოში.

ტკივილი შეიძლება იყოს მოვლითი ან მუდმივი ხასიათის. მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. ზოგ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქება შესაძლებელია ყოველდღიური მარტივი ვარჯიშებით. სხვა დროს ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე , რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ და ინსტრუმენტულ ჩარევას.

თუ პაციენტს აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა : ტკივილი სახსარში, მოძრაობის შეზღუდვა, სახსრის შეშუპება, სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება- აუცილებელია რევმატოლოგთან კონსულტაცია, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა.