Logo

ᲙᲔᲜᲭᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲒᲠᲝᲕᲔᲑᲐ

ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

კენჭების დაგროვება

კენჭები შესაძლოა იყოს თირკმელებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში. კენჭების მკურნალობა მათ ზომაზე, ადგილმდებარეობასა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

კენჭების გაჩენის ალბათობა შედარებით მეტია მამაკაცებში, ასევე კენჭოვანი დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში. კენჭოვანი დაავადების განვითარების ალბათობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესიც. კენჭები გაცილებით ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს ,რომლებიც საკმარისი რაოდენობის სითხეს არ იღებენ.

თირკმელებში კენჭები უმეტესად სიმპტომების გარეშე არსებობენ, თუმცა ზოგჯერ ნიშანსაც იძლევა.

• თირკმლის ჭვალი (ძლიერი, მწვავე ტკივილი წელ-ზურგის არეში); • შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად; • მოშარდვის ხშირი სურვილი; • ტკივილი მოშარდვისას; • შარდის გამოყოფის გაძნელება; • ამღვრეული შარდი;

იმის დასადგენად , ჩივილები შარდკენჭოვანი დაავადებებით არის თუ არა გამოწვეული ექიმი შეაფასებს პაციენტის პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას, კვების სტილს, ფიზიკური გასინჯვის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს.

რა მოვიქმედოთ ორგანიზმში კენჭების დაგროვების თავიდან ასაცილებლად? • დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე; • მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები დოზირებულად; • გაიმდიდრეთ რაციონი ხილით და ბოსტნეულით; • შეამცირეთ მარილის მოხმარება; • მოერიდეთ ოქსალატებით მდიდარ საკვებს; • მიიღეთ ნაკლები ცხოველური ცილა;