ბოლო განახლება: 11 თვის წინ

პრენატალური დიაგნოსტიკა ნაყოფის დაბადებამდელი დიაგნოსტიკაა. ეს არის ნაყოფის დედის მუცელშივე გამოკვლევა , რომლის მიზანია თვალყური ადევნოს ბავშვის განვითარებას. დროულად აღმოაჩინოს განვითარების პათოლოგიები და მუცლადყოფნის პერიოდშივე ჩაუტაროს ნაყოფს მკურნალობა.
ყველაზე ხშირად პრენატალური დიაგნოსტიკა მიმართულია იმ მემკვიდრეობითი დაავადებების აღმოსაჩენად, რომლებსაც განვითარების ანომალიები ახასიათებს.
პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდებს პირობითად ორ ჯგუფად: პირდაპირ და არაპირდაპირ მეთოდებად ყოფენ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას ნაყოფის შესახებ ინფორმაციას ორსულის ორგანიზმიდან ვიღებთ, ხოლო პირდაპირი კვლევის დროს - უშუალოდ ნაყოფიდან და მისი უჯრედებიდან.
აღსანიშნავია, რომ პრენატალური დიაგნოსტიკა ყველა ქალს არ სჭირდება. დადგენილია რისკ ჯგუფები, რომლებიც პრენატალურ კვლევას ექვემდებარება. ესენია: • ქალები, რომლებიც დაორსულდნენ 35 წლის შემდეგ • ქალები, რომელთაც ჰქონდათ არანაკლებ ორი თვითნებითი აბორტი • ქალები, რომლებმაც ორსულობამდე ან ადრეულ ეტაპზე მიიღეს გარკვეული მედიკამენტები • ქალები, რომლებმაც ორსულობისას გადაიტანეს ისეთი ინფექციური დაავადებები , რომლებიც ნაყოფს აზიანებს • ქალები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვს მემკვიდრეობითი დაავადება ან თვითონ არიან ავად.
ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეგალოვირუსი,ჰერპესვირუსი- ეს ის ინფექციებია რომლებიც იწვევს ნაყოფის დაზიანებას, თვითნებურ აბორტს ან მშობიარობისას ჩვილის დაავადებას, რაც მის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს. TORCH ინფექციებზე კვლევის ჩატარებას გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგები პაციენტებს ურჩევენ ოჯახის დაგეგმვისას ან უკვე დამდგარი ორსულობისას , პირველ ტრიმესტრში, რათა შეამცირონ ინფექციებით გამოწვეული რისკები, როგორიცაა დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის საფრთხე.
ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის სითხეებით: • სისხლი • ნერწყვი • შარდი • სპერმა • დედის რძე
გადადება შეიძლება მოხდეს: • ნაყოფის მუცლად ყოფნისას (ინფიცირებული დედისგან გადაცემით) • დედის რძით ( ლაქტაციის პერიოდისას) • ორგანოს ტრანსპლანტაციით • დაავადებული ადამიანის სხეულის სითხესთან კონტაქტის შემდეგ ინფექციის ლორწოვან გარსებში მოხვედრით • სქესობრივი გზით • სისხლის გადასხმით
იმისათვის, რომ შეამციროთ ინფიცირება და მისგან გამოწვეული რისკები: • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით და წყლით მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში. განსაკუთრებით თუ პატარა ბავშვთან, პამპერსთან, ნერწყვთან და ლორწოვან მასასთან გაქვთ შეხება. • მოერიდეთ ბავშვის ნერწყვთან და ცრემლთან შეხებას, ნუ აკოცებთ ტუჩებში, განსაკუთრებით ეს რეკომენდაცია ორსულებს ეხებათ. • ნუ გამოიყენებთ სხვების გამოყენებულ ჭიქას, სამზარეულო ინვენტარს. • გამოიყენეთ ბარიერული კონტრაცეპტივი სქესობრივი კონტაქტის დროს. • ოჯახის დაგეგმვისას ან უკვე დამდგარი ორსულობისას, ჩაიტარეთ შესაბმის კვლევები „ფარული ინფექციების“ გამოსავლენად.