ბოლო განახლება: 1 წელზე მეტი ხნის წინ

მწვავე ბრონქიტი კლინიკურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, განსაკუთრებით სეზონურად გააქტიურებული ვირუსების პერიოდში.
რა არის მწვავე ბრონქიტი და რა სიმპტომები ახასიათებს მას? ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. მწვავე ბრონქიტი შეიძლება გამოვლინდეს მსტვინავი სუნთქვით, რომელიც წააგავს ასთმას მინიმალური ხველით, ან მხოლოდ ღამის ხველებით. ხველა შესაძლებელია იყოს როგორც ნახველით, ასევე მშრალიც.
**როგორ და რამდენი ხანი გრძელდება მწვავე ბრონქიტი? **
მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია შეიძლება რამდენიმე დღეში აღმოიფხვრას, ბრონქების კედლების აღდგენას სჭირდება რამდენიმე კვირა, ამ დროს კი პაციენტებს მაინც აწუხებთ ხველა. მწვავე ბრონქიტის მქონე პაციენტების ნახევარი აგრძელებს ხველას 2 კვირის განმავლობაში. პაციენტების მეოთხედში ხველა გრძელდება დაახლოებით ერთი თვე.
როგორ მოვიქცეთ პრევენციისთვის?
გართულების თავიდან აცილების მიზნით სასურველია, პაციენტის ვიზიტი განხორციელდეს კლინიკაში. რუტინული კვლევები საჭირო არ არის, თუმცა თუ ექიმი ეჭვს მიიტანს პნევმონიის დიაგნოზზე, მაშინ აუცილებელი ხდება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების ჩატარება.

ჰემოგლობინის დონის გადამოწმება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ.

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას.

ხველა-გაციების ნიშანი, რეფლექსი რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას.