Logo

ᲞᲐᲞ ᲢᲔᲡᲢᲘ

ბოლო განახლება: 11 თვის წინ

პაპ ტესტი

ასაკი, ცხოვრების სტილი, არსებული გარემო პირობები განსაზღვრავს თუ რა სიხშირით უნდა მივმართოთ პროფილაქტიკურ გასინჯვებს და გამოკვლევებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებების და პათოლოგიების განვითარება, როგორიცაა: სარძევე ჯირკვლის სიმსივნე , სქესობრივი გადამდები დაავადებები, სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემები.

სასურველია პრევენციისთვის, სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა პერიოდულობით , ექიმ სპეციალისტთან ვიზიტი ( მამოლოგი, გინეკოლოგი).

სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ექიმ-გინეკოლოგისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება, რიგი კვლევები. ( ინსტრუმენტული, ლაბორატორიული).

PAP ტესტი- მოწოდებულია საშვილოსნოს ყელის სიმსივნის სკრინინგისათვის. ტესტის ჩატარება სასურველია წელიწადსი ერთხელ- რეგულარულად. PAP ტესტის პარარელურად სასურველია ჩატარდეს კოლპოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული კვლევები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) . აღნიშნული კვლევები ერთად ინფორმაციულ ტანდემს ქმნის გინეკოლოგისათვის.

შეისწავლეთ თქვენი სხეული, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და პროცედურების ჩატარება.