Logo

ᲛᲘᲗᲘᲗᲔᲑᲔᲑᲘ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲔᲑᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ

ბოლო განახლება: 11 თვის წინ

მითითებები  ანალიზებისათვის

სისხლის ანალიზის აღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში (08:00-11:00 სთ). რიგი კვლევებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია უზმოდ ყოფნა.

კვლევები, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია უზმოდ:

  • ლიპიდური პროფილი;
  • გლუკოზა;
  • ინსულინი;
  • ჰომა ინდექსი;
  • ც პეპტიდი;

უზმოდ ყოფნა ნიშნავს 8 საათიან (ზოგიერთი კვლევის შემთხვევაში 12 საათიან, მაგ:ლიპიდური პროფილის განსაზღვრისას) ინტერვალს საკვების მიღების გარეშე საღამოს ბოლო კვებიდან. კვლევები, რომელთა ჩატარებაც რეკომენდებულია უზმოდ:

  • თირკმლის ფუნქციები;
  • ელექტროლიტები (კალციუმი, მაგნიუმი)
  • რკინა;
  • ფოსფორი
  • ღვიძლის ფუნქციები
  • შარდმჟავა
  • საერთო ცილა
  • ტრანსფერინი და სხვა.

გასათვალისწინებელია:

  • სისხლის აღებამდე არ მიიღოთ ალკოჰოლი, რადგან მისი უმნიშვნელო დოზაც კი ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს, რაც ხშირად პასუხებში ცდომილებას განაპირობებს.
  • ნუ მოწევთ თამბაქოს სისხლის ანალიზის აღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე. ეს დააქვეითებს ჟანგბადის სატურაციის დონეს სისხლში;
  • სისხლის აღებამდე ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად;
  • იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედიკამენტს იღებთ , სავალდებულოა მასალის აღებამდე ინფორმაცია მიაწოდოთ ლაბორატორიას;
  • მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის , სინჯი აიღეთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე. თუ ანტიბიოტიკოთერაპია დაწყებულია და მიკრობიოლოგიური კვლევა საჭიროა მკურნალობის კონტროლის ან კორექციისათვის, ინფორმაცია მიაწოდეთ ლაბორატორიას;
  • ბიოლოგიური მასალის ასაღებად საჭირო კონტეინერისა და ინსტრუქციისათვის მიმართეთ მიმღების თანამშრომლებს;
  • ლაბორატორიული სერვისის მისაღებად საჭიროა პაციენტის ან მისი წარმომადგენლის თანხმობის დადასტურება ხელმოწერით.

გლუკოზის განსაზღვრა სისხლის შრატში. უზმოდ:

  • სისხლის აღებამდე პაციენტმა არ უნდა მიიღოს არც საკვები და არც სასმელი, წყლის გარდა. ვახშმიდან სინჯის აღებამდე აუცილებელია უზმოდ ყოფნის სულ მცირე 8 საათიანი პერიოდის დაცვა.
  • ჭამის შემდეგ:
  • სისხლი აღებული უნდა იყოს ჭამის დასრულებიდან ზუსტად ორ საათში.
  • მაგ: თუ პაციენტმა დილის საუზმე დაასრულა 10 საათზე, სისხლი უნდა აიღოს ზუსტად 12 საათზე. სასურველია პაციენტი ლაბორატორიაში მივიდეს 10-15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ რეგისტრაციაში ლოდინის პერიოდი და სისხლი აიღოს ზუსტად 2 საათში, დაგვიანების გარეშე. ორი საათის განმავლობაში პაციენტმა შეიძლება მიიღოს სასმელი წყალი და , თუ აუცილებელია, მხოლოდ ექიმის გამოწერილი მედიკამენტები. შუალედში დაუშვებელია ნებისმიერი სახის/ საკვების ან/და სასმელის ( წყლის გარდა) მიღება.

გლუკოზით ტოლერანტობის ტესტი გლუკოზით დატვირთვის ტესტის შესრულებისთვის აუცილებელია უზმოდ ყოფნა. პირველი სინჯი აღებული უნდა იყოს უზმოდ, რის შემდეგაც პაციენტი იღებს გლუკოზის ხსნარს (მოზრდილებში ხსნარი 75 გრ. გლუკოზის შემცველობით, ბავშვებში კი ხსნარში გლუკოზის რაოდენობა განისაზღვრება 1, 75 გრ გადაანგარიშებით კგ.წონაზე, მაგრამ არაუმეტეს 75 გრამისა). მომდევნო სინჯები აღებული უნდა იყოს გლუკოზის ხსნარის მიღებიდან ზუსტად ერთ ან ორ საათში. შუალედში დაუშვებელია საკვების ან/და სასმელის მიღება (სასმელი წყლის გარდა). გლუკოზით ტოლერანტობის ტესტი (გესტაციური დიაბეტის სკრინინგი) 50 გრ გლუკოზის ხსნარით დატვირთვა: პაციენტი წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს. 50 გრ. გლუკოზის ხსნარის მიღებიდან ზუსტად ერთ საათში ხდება სისხლის აღება.

  • 100 გრ გლუკოზის ხსნარით დატვირთვა: ტესტისთვის პირველი სინჯის აღება ხდება დილით უზმოდ. შემდეგი სინჯების კი გლუკოზის ხსნარის მიღებიდან 1,2 და 3 საათში.

შარდის ანალიზის აღებისას გასათვალისწინებელია:

  • პაციენტმა შარდის ანალიზის აღების წინ , სასურველია თავი მოარიდოს ისეთი საკვების ან მედიკამენტის მიღებას (მაგ: ჭარხალი, ბ ჯგუფის ვიტამინები, ფენაზოპირიდონი, რიფამპიცინი, ფენიტოინი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეფევა.
  • არ არის მიზანშეწონილი მასალა აღებული იყოს მენსტრუალური ციკლის დროს ან/და დასრულებისთანავე (სისხლით კონტამინაციის გამო პასუხი შესაძლოა იყოს ცრუ დადებითი).
  • მასალის აღების წინ ფიზიკური დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის.
  • აღებული მასალა ლაბორატორიაში საკვლევად მოტანილი უნდა იყოს 2 საათის განმავლობაში.
  • ლაბორატორიაში მიტანის დაგვიანების შემთხვევაში, მასალა ტრანსპორტირებამდე მოათავსეთ 2-8 გრადუსზე ან დაუმატეთ ქიმიური სტაბილიზატორი.
  • აუცილებლად მიუთითეთ თუ პაციენტი იღებს მედიკამენტს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს, რადგანაც ზოგიერთი მათგანი გავლენას ახდენს მიღებულ შედეგზე.

როგორ ავიღოთ შარდის შუა ულუფა?

  • შარდის შეგროვებამდე პაციენტმა უნდა კარგად დაიბანოს ელები;
  • შარდი უნდა შეგროვდეს სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის (ჰიგიენური საშუალებები და გამდინარე წყალი) შემდეგ;
  • სინჯის კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად სტერილურ კონტეინერში უნდა შეგროვდეს შუა ულუფა;
  • ჭურჭელი უნდა იყოს ზედმიწევნით სუფთა და მშრალი ( სტერილური);
  • ანალიზისათვის საჭირო შარდის მინიმალური რაოდენობაა 10 მლ.

24 საათიანი შარდის შეგროვების ინსტრუქცია

  • დილის პირველი შარდის შემდეგ (დილის პირველი შარდი გადაასხით), კონტეინერში შეაგროვეთ ყველა სხვა მომდევნო ულუფა, მეორე დღის დილის პირველი შარდის ჩათვლით;
  • არ უნდა მოხდეს შარდის კონტამინაცია ფეკალური მასებით (ბავშვებში);
  • სწორი პასუხებისათვის აუცილებელია მასალა შეგროვდეს ინტერვალის ზუსტი დაცვით;
  • 24 საათის განმავლობაში შარდი უნდა შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში;
  • 24 საათიანი შარდის რაოდენობა ზუსტად უნდა იყოს მიწოდებული ლაბორატორიისათვის;
  • ანალიზისათვის საჭიროა 10 მლ. სინჯი;
  • მასალის ჩაბარებისას მითითებული უნდა იყოს პაციენტის სიმაღლე და წონა.

პედიატრიული სინჯის შეგროვება ჰიგიენური პროცედურების შემდგომ ( რომ არ მოხდეს შარდის კონტამინაცია კანიდან და ფეკალური მასებიდან) გახსენით კოლექტორი და იმოქმედეთ:

  • ბიჭები: მოათავსეთ სასქესო ასო კოლექტორში და ადჰეზიური არით მიაწებეთ კანს.
  • გოგონები: ადჰეზიური არით კოლექტორი მიაწებეთ გარეთა სასქესო ორგანოებს. კოლექტორი არ გააჩეროთ >1 სთ და მიღებული მასალით დაუყოვნებლივ გადააგზავნეთ ლაბორატორიაში შემდგომი კვლევისთვის. სხვადასხვა ფეკალური მასის კვლევა კოპროლოგიურ ( ფეკალური მასის მიკროსკოპული ანალიზი) გამოკვლევამდე არ არის მიზანშეწონილი ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა მაგალითად: საფაღარათო საშუალებები, ბარიუმის სულფატი, რკინის პრეპარატები, რექტალური სანთლები და სხვა. ფარული სისხლდენის კვლევის შემთხვევაში ფეკალური მასის აღებამდე 3 დღით ადრე პაციენტს ეკრძალება ხორცის, თევზისა და მწვანე ფერის ბოსტნეულის მიღება. თუ გამოკვლევის მიზანია საკვების მონელების უნარის შეფასება, მაშინ სასურველია მიღებული საკვების შემადგენლობა დოზირებულად და წინასწარ იყოს შერჩეული მკურნალ ექიმთან ერთად.
  • ფეკალური მასის მოგროვება უნდა მოხდეს სუფთა, მშრალ ჭურჭელში;
  • ფეკალურ მასას არ უნდა შეერიოს შარდი ან სასქესო ორგანოებიდან გამონადენი.

სპერმა

  • გამოსაკვლევმა პირმა სქესობრივი აქტივობისაგან თავი უნდა შეიკავოს 3 დღის განმავლობაში;
  • სტერილურ კონტეინერში შეგროვდეს ერთჯერადად გამოყოფილი ეაკულატი სრულად. თუ ვერ მოხერხდა სრულად შეგროვება, სინჯს უნდა დაეწეროს „არასრული“ და არ უნდა შეივსოს მეორე ცდის შედეგად გამოყოფილი ეაკულატით;
  • სინჯი ლაბორატორიაში მოტანილი უნდა იყოს 30 წუთის განმავლობაში;
  • სასურველია, ტრანსპორტირებისას კონტეინერი მოთავსებული იყოს სხეულთან ახლოს (ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით) ჯიბეში.

ნახველი

  • პაციენტმა მასალის აღებამდე პირის ღრუში უნდა გამოივლოს გადადუღებული წყალი ან 1% სუსტი შაბის წყალხსნარი;
  • კვლევას ექვემდებარება უშუალოდ ხველების დროს გამოყოფილი მასალა (ამოხველების) და არა ნერწყვი;
  • მასალა გროვდება სპეციალურ ფართოპირიან ჭურჭელში;
  • კვლევა ტარდება მასალის შეგროვებიდან მალევე. თუ არ ხერხდება, მასალა ინახება გრილ ადგლას ან მაცივარში.