ბოლო განახლება: 11 თვის წინ

რატომ იმატებს წონა?
ჭარბი წონისა და სიმსუქნის უშუალო მიზეზი ცხიმოვანი უჯრედების ზომისა და რაოდენობის მატებაა. სხეულში სამი სახის ცხიმოვანი ქსოვილია: თეთრი, ყავისფერი და მოყვითალო, რომელსაც პირველ ორს შორის გარდამავალი მდგომარეობა უკავია. ეს ქსოვილები სხეულში სხვადასხვა ადგილას გროვდება. მათი რაოდენობა ასაკზეა დამოკიდებული.
ადამიანები უმეტესად ვერ აბალანსებენ მიღებულ და დახარჯულ ენერგიას. თუ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ადამიანმა უფრო მეტი კალორია მიიღო ვიდრე დახარჯა, დაუხარჯავი ცხიმი მარაგად ინახება და ადამიანი წონას იმატებს.
არსებობს მდგომარეობები, რაც ხელს უწყობს წონის მატებას: • ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა • გენეტიკური ფაქტორი • არაჯანსაღი კვება • სტრესი • ძილის უკმარისობა • ასაკი • ჰიპოთირეოზი • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
სხეულის წონის კორექციის დაწყებამდე აუცილებელია სწორად იქნეს შეფასებული ექიმის მიერ თქვენი წონაში მატების მიზეზები. თქვენზე მორგებული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, გამაჯანსაღებელი პროცედურები თქვენს მონდომებასთან ერთად სასურველ მიზნამდე მიღწევის გარანტიაა.

სქოლიოზი, ბრტყელი ტერფი, კისერმრუდობა, ქათმის მკერდი

რევმატიზმი წარმოადგენს გადატანილი ტონზილიტის ან ფარინგიტის შემდგომ ინფექციურ გართულებას.

საშოს სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი) სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა.