ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი განიცდის ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობას. ანემიას თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა.ანემიის სხვადასხვა ფორმა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ის შეიძლება იყოს დროებითი ან დროში გახანგრძივებული,იგი შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმებამდე.
ანემიის სიმპტომები მისი გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე ვლინდება. თუ ანემია ქრონიკული დაავადების მიერაა გამოწვეული, დაავადებამ შესაძლოა შენიღბოს მისი სიმპტომები. ზოგჯერ ანემია უსიმპტომოდმიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ანემიის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები : • დაღლილობა; • სისუსტე; • ფერმკრთალი ან მოყვითალო ფერის კანი; • არარეგულარული გულისცემა; • სუნთქვის უკმარისობა; • თავბრუსხვევა; • ტკივილი გულმკერდის არეში; • ცივი ხელები და ფეხები; • თავის ტკივილი ;
როგორც აღვნიშნეთ ანემია ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობაა, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: • ორგანიზმში არასაკმარისი რაოდენობით სისხლის წითელი უჯრედები-ერითროციტები ; • სისხლდენა- რომლის დროსაც იკარგება იმაზე მეტი რაოდენობის სისხლი , ვიდრე ორგანიზმს მისი წარმოქმნა შეუძლია ;
ანემიათა გარკვეული ტიპების პრევენცია ვერ ხერხდება. თუმცა რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემიის თავიდან აცილება მდიდარი საკვების, ვიტამინების და მინერალების მიღებით შესაძლებელია.
სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი. რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებს და ა.შ. ანემიის დიაგნოსტირებისათვის ექიმი აგროვებს ოჯახურ ანამნეზს, საჭიროების მიხედვით აწარმოებს ფიზიკალურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.