ბოლო განახლება: 1 წელზე მეტი ხნის წინ

ოსტეოქონდროზი ხრტილისა და ძვლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა. რომლის დროსაც უპირატესად ზიანდება დიდი დატვირთვის ქვეშ მყოფი სახსრები.
ოსტეოქონდროზის კლინიკურ გამოვლინებაში ყურადსაღებია ტკივილი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს . ტკივილი ძლიერდება უეცარი მოძრაობის ან ფიზიკური დატვირთვის დროს.
ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა და თუ ადრე ოსტეოქონდროზი ხანდაზმულ პათოლოგიად მიიჩნეოდა, ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა დაავადებულთა ასაკი.
ოსტეოქონდროზის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:
• გენეტიკა • ჭარბი წონა • უმოძრაო ცხოვრების წესი • მძიმე ფიზიკური დატვირთვა • ბრტყელი ტერფი • მუდმივი სტრესი და ა.შ
საჭიროა დროულად, ექიმის მიერ მოხდეს შეფასება სად არის ოსტეოქონდროზი, რა ეტაპია დაავადების და მხოლოდ ამის შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა (ფიზიოთერაპიის პროცედურები, ულტრაბგერითი პროცედურა, მასაჟი, მედიკამენტოზური ჩარევა,სამკურნალო ფიზკულტურა) გასათვალსიწინებელია, რომ მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და პაციენტისგან მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს.

რევმატიზმი წარმოადგენს გადატანილი ტონზილიტის ან ფარინგიტის შემდგომ ინფექციურ გართულებას.

დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი.

C ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელიც გადაეცემა სისხლით სისხლთან კონტაქტით.