ბოლო განახლება: 28 დღის წინ

„პრაქტიკაში ხშირად მხვდებიან პაციენტები, რომლებიც უჩივიან: თავის ტკივილს, მხედველობის გაუარესებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას ან უჭირთ დაორსულება. თუმცა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ყველა ამ დარღვევაზე პასუხისმგებელი, შესაძლოა, ჰორმონი პროლაქტინი იყოს.
პროლაქტინი გამომუშავდება ჰიპოფიზის მიერ და ის პირდაპირ კავშირშია რეპროდუქციულ ფუნქციასთან, სტრესთან და ნივთიერებათა ცვლასთან. მისი დისბალანსი ხშირად ხდება უშვილობისა და ემოციური არასტაბილურობის მიზეზი.
პროლაქტინს ხშირად „ძუძუთი კვების ჰორმონს“ ვუწოდებთ, რადგან მისი მთავარი ფუნქცია ლაქტაციის უზრუნველყოფაა, თუმცა მისი როლი გაცილებით ფართოა. ის ერთგვარი „დირიჟორია“, რომელიც ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში მეტაბოლურ/იმუნურ პროცესებს არეგულირებს.
ხშირად პაციენტებს უკვირთ, რომ პროლაქტინის მატება ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს. მასზე გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების წესი - სტრესი, ძილის ქრონიკული ნაკლებობა, ჭარბი ალკოჰოლი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვაც კი.
თუმცა, არის შემთხვევები, როცა მაღალი მაჩვენებელი სიგნალია ისეთი მდგომარეობების, როგორიცაა ჰიპოფიზის ადენომა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან უშვილობა.
როგორც ექიმი, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ სიმპტომებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
ქალბატონებში პროლაქტინის მატება ხშირად ვლინდება:
ასევე შესაძლოა გამოვლინდეს:
მამაკაცებში სიმპტომები უფრო ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა საყურადღებო:
თუ თქვენ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, ჩემი რეკომენდაციაა, მიმართოთ ენდოკრინოლოგს. ექიმი, თქვენი სამედიცინო ისტორიის შეფასების საფუძველზე, დაგინიშნავთ შესაბამის კვლევებს, მათ შორის პროლაქტინის ანალიზს სისხლში.
პროლაქტინი ძალიან „მგრძნობიარე“ ჰორმონია. იმისთვის, რომ მიიღოთ ზუსტი სურათი და თავიდან აიცილოთ ცრუ მაჩვენებლები, უნდა დაიცვათ ეს მარტივი წესები:
ექიმი დაგეხმარებათ ანალიზის ჩასატარებლად ოპტიმალური დროის შერჩევაში და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას.
თუ ზემოთ ჩამოთვლილმა სიმპტომებმა თავი იჩინა, ჩემი თხოვნაა, არ გადადოთ ექიმ-ენდოკრინოლოგთან ვიზიტი.
„ციტოში“ ჩვენ არა მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევას ჩავატარებთ, არამედ დაგეხმარებით შედეგების სწორ ინტერპრეტაციასა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენაში.
გახსოვდეთ, სწორი დიაგნოზი ჯანმრთელობისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.“
თეონა ნუცუბიძე
ენდოკრინოლოგი
ცხელი ხაზი: (+995) 32 229-06-71

ცელიაკია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა.

კოფეინი წარმოადგენს ბუნებრივ მასტიმულირებელ საშუალებას, რომელიც გვხვდება ჩაიში, ყავაში და კაკაოს მცენარეებში.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტი პროცესია.