ბოლო განახლება: 11 თვის წინ

D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. დანარჩენი 20 % კი საკვებზე მოდის. ის თავის მხრივ მეორე მნიშვლოვანი კომპონენტის კალციუმის შეწოვას არეგულირებს ნაწლავის მიერ და იქმნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი. D ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე. აძლიერებს იმუნიტეტს და გვიმაღლებს განწყობას. კალციუმი კი არა მხოლოდ ძვლების , არამედ კუნთების , მათ შორის გულის კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინის ორი ფორმა D3 , რომლის წყაროც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა კანზე და ვიტამინი D 2 , რომელიც ორგანიზმს საკვები პროდუქტებიდან მიეწოდება.
რაზე ახდენს გავლენას D ვიტამინის კონცეტრაციის დონე ?
რა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობამ?
განსაკუთრებით ყურადსაღებია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი მცირეწლოვანებში. რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, ძვლოვანი სისტემის „სირბილე“ და რაქიტი.
რა არის მნიშვნელოვანი?

ოსტეოქონდროზის განვითარების მრავალი წინაპირობა არსებობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადება გაახალგაზრდავდა.

ხველა-გაციების ნიშანი, რეფლექსი რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას.

დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სწრაფი სუნთქვითი ტესტი.