ბოლო განახლება: დაახლოებით 1 წლის წინ

ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა , განკურნებადი გახადა. თუმცა ანტიბიოტიკების არარაციონალურმა გამოყენებამ გამოიწვია ინფექციური აგენტების მდგრადი ფორმების გავრცელება, რის გამოც შესაძლოა სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს.
რეზისტენტობის ჩამოყალიბება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება. მარტივად რომ ვთქვათ ანტიბიოტიკების ხშირად და არასაჭიროებისამებრ მიღების შედეგად, ბაქტერიები იძენს გარკვეულ „დაცვით“ მექანიზმებს, „ეჩვევა“ ანტიბიოტიკს და მედიკამენტი ბაქტერიაზე ვეღარ ზემოქმედებს, შესაბამისად მკურნალობა წარუმატებელი ხდება.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ანტიბიოტიკორეზისტენტობა შეჩერდეს?
იმისათვის, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა შეჩერდეს აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. პაციენტის მიერ შეწყდეს ანტიბიოტიკების თვითნებური მიღება. სამედიცინო პერსონალის მიერ ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება ზედმიწევნით განისაზღვროს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს. მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სტრატეგია: ინფექციების კონტროლისა და პრევენციის , ასევე ანტიბიოტიკების რაცონალური გამოყენებისა თუ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
რა შემიძლია გავაკეთო?
--თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი , მიიღეთ ზუსტად იმ დოზირებით , როგორც დანიშნულებაშია. --ნუ შეწყვეტთ წამლის მიღებას თვითნებურად, უკეთესად გახდომისთანავე- ამით თქვენ ბაქტერიის გაძლიერებას უწყობთ ხელს. --ნუ მისცემთ სხვას რჩევას გამოიყენოს იგივე ანტიბიოტიკი.