მიღებული ნიმუშების რეგისტრაცია და პირველად დათესვა შესაბამის საკვებ არეებზე, ნაცხების მომზადება, შეღებვა და შედეგების პირველადი ტექნიკური ვალიდაცია.
ძირითადი მოვალეობები:
მიღებული ნიმუშების რეგისტრაცია და პირველადი დათესვა შესაბამის საკვებ არეებზე;
ნაცხების მომზადება და შეღებვა;
შედეგების პირველადი (ტექნიკური) ვალიდაცია;
საჭიროების შემთხვევაში, ამ თანამშრომელმა უნდა ჩაანაცვლოს მიკრობიოლოგიის განყოფილების ტექნიკოსიც, (გამოცდილების არქონის შემთხვევაში მოხდება ადგილზე შესწავლა) შევასწავლით საკვები ნიადაგების მომზადებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება (მისაღებია ბიოლოგიის კურსდამთავრებულიც)
სასურველია ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
სასურველია იგივე პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სხარტი აზროვნების უნარი;
დისციპლინირებული;
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
შაბათი: მონაცვლეობით (თითო შაბათის გამოტოვებით)
ვაკანსიის რაოდენობა: 1 ადგილი
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით