მძღოლი-კურიერი უზრუნველყოფს სამედიცინო ცენტრის შიდა და გარე გზავნილების, სამედიცინო დოკუმენტაციის, ლაბორატორიული მასალების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას.
ძირითადი მოთხოვნები:
ავტომობილის მართვის B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია მექანიკის მართვა);
უსაფრთხოების წესების სრულყოფილი ცოდნა საავტომობილო გზებზე;
თბილისის ქუჩებისა და საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
ენერგიული და კომუნიკაბელური;
პუნქტუალური.
სამუშაო დრო:
ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით.
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.