ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა არის მაღალი სიზუსტის მქონე დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც ტარდება ქალის რეპროდუქციული სისტემის (საშვილოსნო, ენდომეტრიუმი, საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები) დეტალური შეფასებისთვის.
ეს მეთოდი ითვალისწინებს ვაგინაში სპეციალური, წვრილი ულტრაბგერითი სენსორის (ტრანსდიუსერის) შეყვანას, რაც აღბეჭდავს უფრო ზუსტ და დეტალურ გამოსახულებას, ვიდრე ტრანსაბდომინალური (მუცლის ზედაპირიდან) კვლევის შემთხვევაში.