24-საათიანი არტერიული წნევის მონიტორინგი არის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იწერს არტერიული წნევის ცვლილებებს.
ეს კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს, დააკვირდეს არტერიული წნევის ცვალებადობას დღე-ღამის განმავლობაში, რაც ეხმარება მას ჰიპერტენზიის არსებობის შეფასებასა და მის ეფექტურ მართვაში.