Logo

ᲜᲘᲛᲔᲜᲠᲘᲥᲡᲘ - ᲘᲛᲣᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ/ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲐ

შიდა კოდი: 425-02003

₾250

დასახელება:

ნიმენრიქსი (Nimenrix)

აბრევიატურა:

MenACWY - მენინგოკოკური კონიუგირებული ვაქცინა ACWY სეროგრუპებისთვის.

ზოგადი მიმოხილვა:

ნიმენრიქსი არის ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ საშუალებად მენინგოკოკური ინფექციების წინააღმდეგ.

ვაქცინა წარმოებულია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდებით - შეიცავს მენინგოკოკის ჯგუფების A, C, W და Y პოლისაქარიდულ ანტიგენებს, რომლებიც მიბმულია ცილოვან მატრიქსზე იმუნური სისტემის მეტად გასაძლიერებლად.

ნიმენრიქსი არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმებს, წარმოებულია ლიოფილიზირებული ფხვნილისა და გამხსნელის სახით, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შენახვის სტაბილურობასა და მის ეფექტიანობას.

ვაქცინა ინახება 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე და არ საჭიროებს გაყინვას; წარმოდგენილია წინასწარ შევსებულ შპრიცებში, რაც ამარტივებს ინექციის პროცესს და უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას.

ნიმენრიქსის უსაფრთხოება და იმუნოგენურობა დასტურდება მრავალი კლინიკური კვლევებით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რის შესაბამისადაც, იგი ფართოდ გამოიყენება მენინგოკოკური ინფექციების წინააღმდეგ.