კვლევის საშუალებით შესაძლებელია თვალის შიდა სტრუქტურების, თვალის უკანა კედლისა და რეტრობულბარული სივრცის მდგომარეობის შეფასება, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ექიმს თვალის საერთო მდგომარეობის, განვითარებისა და პათოლოგიური ცვლილებების შესახებ.
გამოკვლევა ფართოდ გამოიყენება როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე სამეცნიერო კვლევებში, რადგან არის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და განმეორებით ჩატარებადი კვლევა, რომელიც თანაბრად მიზანშეწონილია როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ პაციენტებში.