Logo

ᲜᲔᲘᲠᲝᲡᲝᲜᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

შიდა კოდი: 319-54023

₾80

ნეიროსონოგრაფია წარმოადგენს ულტრაბგერით არაინვაზიურ კვლევას, რომელიც გამოიყენება ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში თავის ტვინის სტრუქტურისა და პათოლოგიური ცვლილებების შეფასებისთვის.

კვლევის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია ტვინის ვიზუალიზაცია უსაფრთხოდ, ტკივილისა და რადიაციული დასხივების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილებისა და ჩვილების შემთხვევაში.

ნეიროსონოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია ტვინის ანატომიური სტრუქტურების დეტალური დათვალიერება, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება ექიმებს ნევროლოგიური და პედიატრიული მიმართულებით.

გამოკვლევა ტარდება:

  • ტვინის განვითარების შეფასებისას;
  • ტვინის ინდივიდუალური მახასიათებლების შესასწავლად.

ნეიროსონოგრაფია გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობით, უსაფრთხოებითა და ხელმისაწვდომობით, რის შესაბამისადაც, ფართოდ არის დანერგილი ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში.

ნეიროსონოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ისე სამეცნიერო კვლევებში, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ბავშვის ნეიროლოგიური მდგომარეობის ადრეული და ობიექტური შეფასება.