სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით წარმოადგენს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ორსულობის დროს საშვილოსნოს, პლაცენტისა და ნაყოფის ანატომიური თუ ფუნქციონალური მდგომარეობისა და განვითარების შესაფასებლად ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრით.
სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით არის უსაფრთხო, არაინვაზიური და განმეორებით ჩატარებადი, რაც საშუალებას იძლევა დედისა და ნაყოფის სისხლის მიმოქცევა გაკონტროლდეს ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე.
კვლევა ფართოდ გამოიყენება როგორც გეგმიური სკრინინგის, ასევე მაღალი რისკის შემცველი ორსულობის მართვისას.