Logo

ᲠᲝᲢᲐᲢᲔᲥᲡᲘ (ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ) - ᲘᲛᲣᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ/ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲐ

შიდა კოდი: 425-07009

უფასო

დასახელება:

როტატექსი (RotaTeq)

აბრევიატურა:

RV5

ზოგადი მიმოხილვა:

როტატექსი წარმოადგენს ვაქცინას, რომელიც შექმნილია როტავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით.

ვაქცინა შეიცავს ვირუსის რამდენიმე სხვადასხვა შტამს, რაც ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

როტატექსი მზადდება ბიოტექნოლოგიური გზით იმგვარად, რომ შეიცავს როტავირუსის სუსტ, მაგრამ იმუნური პასუხის გამომწვევ ფორმებს, რაც ნიშნავს შემდეგს - ვაქცინა არ იწვევს დაავადებას, მაგრამ აყალიბებს ბავშვის დაცვით იმუნურ სისტემას.

შენახვის პირობები:

  • ინახება +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე (მაცივარში);
  • გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.