მასაჟი ტარდება პროფესიონალი მასაჟისტის ან ფიზიოთერაპევტის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ორთოპედიული პრობლემების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
გამაჯანსაღებელი, სამკურნალო ორთოპედიული მასაჟი ტარდება სპეციალურ სამედიცინო ან სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გამოიყენება როგორც რეაბილიტაციის, ისე პროფილაქტიკის მიზნით სხვადასხვა ორთოპედიული და ნევროლოგიური დაავადებების დროს.