Logo

ᲒᲘᲜᲔᲙᲝᲚᲝᲒᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲘᲡ ᲡᲮᲕᲐ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ - ᲡᲐᲨᲕᲘᲚᲝᲡᲜᲝᲡ ᲧᲔᲚᲘᲡ ᲞᲐᲗᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘᲡ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲐ CO₂ ᲚᲐᲖᲔᲠᲘᲗ (ᲔᲠᲝᲖᲘᲐ, ᲞᲝᲚᲘᲞᲘ, ᲓᲘᲡᲞᲚᲐᲖᲘᲐ)

შიდა კოდი: 408-21002

₾550

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების CO₂ ლაზერით მკურნალობა წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას, რომელიც აქტიურად გამოიყენება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილებების და პათოლოგიების სამართავად.

აღსანიშნავია, რომ:

  • პროცედურა მინიმალურად ინვაზიური ხასიათისაა;
  • იძლევა კლინიკურად ზუსტ შედეგს;
  • განაპირობებს პაციენტის კომფორტს მკურნალობისა თუ აღდგენის პერიოდში;
  • ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში.

ლაზერული მკურნალობა ხელს უწყობს პათოლოგიური უბნის მიზანმიმართულ და ზუსტ დამუშავებას, რაც ამცირებს ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანების რისკს.

პროცედურა, როგორც წესი, ტარდება ამბულატორიულ პირობებში და არ საჭიროებს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციას - აღდგენის პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტები მალევე უბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.

ლაზერული მკურნალობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის გართულებების დაბალი სიხშირე - ჩარევისას მინიმალურია სისხლის დანაკარგი, ნაწიბურების არარსებობა და უმეტეს შემთხვევაში, შემდგომი ინტენსიური მკურნალობის გარეშე აღდგენითი პროცესი.

გარდა უშუალო თერაპიული ეფექტისა, CO₂ ლაზერით ჩარევას აქვს პრევენციული მნიშვნელობაც, რადგან ის დროულად აჩერებს პათოლოგიურ ცვლილებებს და ინარჩუნებს ჯანმრთელ ქსოვილს.

საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა CO₂ ლაზერით სამედიცინო სფეროში განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დაზიანებული ქსოვილის მაქსიმალურად ზუსტ და უსაფრთხო მოცილებას.