პროცედურა ტარდება სპეციალური ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით - ლაზერის მოქმედება იწვევს ქსოვილების მსუბუქად გაცხელებას, რაც ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაციას ლორწოვან გარსში და ასტიმულირებს რეგენერაციულ პროცესებს უჯრედულ დონეზე. შედეგად უმჯობესდება ვაგინალური არხის ტონუსი, ელასტიურობა და საერთო სტრუქტურა.
ვულვო-ვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავება განიხილება, როგორც უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, რამდენადაც ის არის უმტკივნეულო და ტარდება ანესთეზიის გარეშე ამბულატორიულ პირობებში.
პროცედურა არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ყოველდღიურ აქტივობას იმავე ან მომდევნო დღეს.
ვულვო-ვაგინალური ლაზერული გაახალგაზრდავება აქტიურად გამოიყენება თანამედროვე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში როგორც პრევენციული, ასევე ესთეტიკური მიზნებისთვის.