მოწყობილობა მცირე ზომის, პლასტმასის, T სიმბოლოს ფორმისაა და მასში მოთავსებულია ჰორმონი ლევონორგესტრელი - ჰორმონი თანდათანობით გამოიყოფა ორგანიზმში, რის შედეგადაც, სქელდება საშვილოსნოს ლორწო, მცირდება სპერმის მოძრაობა და იზღუდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება.
მირენა ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით და ერთჯერადი ჩადგმის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, უზრუნველყოფს კონტრაცეფციას ხუთი წლის განმავლობაში.
პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მისი ფართოდ გამოყენება ასევე განპირობებულია ხანგრძლივი მოქმედების პერიოდით, ჰორმონის ლოკალური გამოყოფით (რაც ამცირებს სისტემურ ჰორმონულ ეფექტებს) და საჭიროების შემთხვევაში, მისი ამოღების მარტივი შესაძლებლობით. შესაბამისად, მირენა განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და კომფორტული გრძელვადიანი კონტრაცეპტიული საშუალება.