Logo

ᲙᲠᲘᲝᲗᲔᲠᲐᲞᲘᲐ ᲗᲮᲔᲕᲐᲓᲘ ᲐᲖᲝᲢᲘᲗ (8-ᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲔᲚᲔᲛᲔᲜᲢᲘ)

შიდა კოდი: 407-00003

₾100

კრიოთერაპია თხევადი აზოტით წარმოადგენს არაინვაზიურ სამკურნალო პროცედურას, რომლის საშუალებითაც ხდება პათოლოგიური ქსოვილის ლოკალურად მოცილება ძალიან დაბალი ტემპერატურის მქონე თხევადი აზოტის ზემოქმედებით.

თხევადი აზოტი, რომელიც -196°C ტემპერატურას აღწევს, გამოიყენება ქსოვილის სწრაფი გაყინვისა და შესაბამისად მისი განადგურების მიზნით.

პროცედურა მიზნად ისახავს ზედაპირული, კეთილთვისებიანი ან კიბოსწინარე ელემენტების მოცილებას. თხევადი აზოტის გამოყენებით მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ დაზიანებულ უბანზე და მინიმალური გავლენა იქონიოს გარშემო არსებულ ჯანსაღ ქსოვილზე.

კრიოთერაპია თხევადი აზოტით (8-ზე მეტი ელემენტი) გულისხმობს უფრო კომპლექსურ და გრძელვადიან მკურნალობას. პროცედურა შესაძლოა დაიყოს სესიებად, რათა თავიდან იქნას აცილებული ჭარბი გაყინვის ზემოქმედება. რამდენიმე ელემენტის ერთდროულად მკურნალობა უფრო მეტ დისკომფორტს იწვევს პაციენტში და აღდგენის დროც მეტად გახანგრძლივებულია, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან.

კრიოთერაპია იძლევა შესამჩნევ ესთეტიკურ და კლინიკურ შედეგებს. პროცედურის შემდეგ პათოლოგიური ელემენტები თვითნებურად სცილდება კანს, რის შემდეგაც იწყება სტრუქტურული განახლება.

პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი და მინიმალურად ინვაზიური ჩარევა მცირე ზომის წარმონაქმნების მოსაშორებლად.