Logo

ᲞᲠᲔᲕᲘᲜᲐᲠᲘ 13 (ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ) - ᲘᲛᲣᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ/ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲐ

შიდა კოდი: 425-05008

უფასო

დასახელება:

პრევინარი 13 (Prevenar 13)

აბრევიატურა:

PCV13 - Pneumococcal Conjugate Vaccine 13-valent

ზოგადი მიმოხილვა:

პრევინარი 13 განკუთვნილია იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის, რათა ორგანიზმმა თავიდან აიცილოს Streptococcus pneumoniae-ის 13 გავრცელებული სეროტიპის (1, 3, 4, 5, 6A, 6B, 7F, 9V, 14, 18C, 19A, 19F, 23F) მიერ გამოწვეული ინფექციები.

ვაქცინა იცავს ორგანიზმს იმ 13 სეროტიპისგან, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ პნევმოკოკურ ინფექციებს და ყველაზე მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებიან განსაკუთრებით ჩვილებში, მოხუცებსა და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.

პრევინარი 13 წარმოდგენილია როგორც სტერილური ინექციური სუსპენზია, რომელიც მოთავსებულია წინასწარ შევსებულ ერთჯერად შპრიცებში (თითო შპრიცი შეიცავს 0.5 მლ მოცულობის დოზას) - პრეპარატი მზად არის პირდაპირი ინტრამუსკულარული (კუნთში) შეყვანისთვის, დამატებითი მანიპულაციის გარეშე.

ვაქცინის შემადგენლობაში შედის როგორც აქტიური, ასევე დამხმარე ნივთიერებები.

შენახვის პირობები:

  • ვაქცინა ინახება მაცივარში, +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე;
  • კატეგორიულად დაუშვებელია გაყინვა, ვინაიდან ეს აზიანებს ვაქცინის სტრუქტურასა და ეფექტურობას;
  • გამოყენებამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.