Logo

ᲡᲔᲖᲝᲜᲣᲠᲘ ᲒᲠᲘᲞᲘ (ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ) - ᲘᲛᲣᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ/ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲐ

შიდა კოდი: 425-05006

უფასო

სეზონური გრიპი - ეს არის მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსებით და ყოველწლიურად გვხვდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით და ხასიათდება უეცარი დაწყებით, მაღალი ტემპერატურით, სისუსტით, კუნთების ტკივილით, თავის ტკივილითა და ხველით.

გრიპი განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებს, ბავშვებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რადგან მათში მაღალია გართულებების განვითარების რისკი.

ვაქცინაცია წარმოადგენს სეზონური გრიპის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომელიც ორგანიზმს იცავს იმ ვირუსებისგან, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ყველაზე მეტად ვრცელდება.

ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება, რათა შეესაბამებოდეს ცირკულირებად ვირუსულ შტამებს და უზრუნველყოს ოპტიმალური იმუნური პასუხი.