Logo

ᲐᲓᲐᲡᲔᲚᲘ - ᲘᲛᲣᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐ/ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐᲪᲘᲐ

შიდა კოდი: 425-05005

₾135

დასახელება:

ადასელი (Adacel)

აბრევიატურა:

Tdap

ზოგადი მიმოხილვა:

ადასელი არის კომბინირებული საინექციო ვაქცინა, რომელიც იცავს ორგანიზმს დიფტერიის, ტეტანუსისა და ყივანახველას (კოკლუსის) ინფექციებისგან.

ვაქცინა შეიცავს დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს და გადამუშავებული ყივანახველას კომპონენტებს, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის აქტივაციას აღნიშნული დაავადებების წინააღმდეგ, დაავადების გამოწვევის გარეშე.

ადასელი გამოიყენება ბავშვთა გეგმიური იმუნიზაციის ფარგლებში და დამზადებულია ხარისხის მკაცრი კონტროლის პირობებში, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებასა და იმუნოგენურობას.

შენახვის პირობები:

  • ინახება +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე (მაცივარში);
  • არ შეიძლება გაყინვა, რათა არ დაზიანდეს ვაქცინის სტრუქტურა;
  • დაცული უნდა იყოს პირდაპირი სინათლისა და მზის სხივების ზემოქმედებისგან;
  • გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვარგისიანობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.